00:23 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-07 19:21:53, 1196 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინაში IRI-ის გამოკითხვით, უკრაინის დახმარების მიხედვით, საქართველო პოლონეთთან, დიდ ბრიტანეთთან და აშშ-სთან ერთად, პირველ ოთხეულშია

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (IRI)-ის უკრაინაში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რუსეთის სამხედრო აგრესიის კონტექტსში უკრაინის დახმარების მიხედვით, საქართველო პოლონეთთან, დიდ ბრიტანეთთან და აშშ-სთან ერთად, პირველ ოთხეულშია.

​კითხვაზე, თქვენი აზრით, რომელმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა გაუწიეს მხარდაჭერა  უკრაინას რუსეთის სამხედრო აგრესიის კონტექსტში, გამოკითხულთა 67% მიიჩნევს, რომ პოლონეთმა, 56% აცხადებს, რომ დიდმა ბრიტანეთმა, 54% პროცენტი აშშ-ს ასახელებს, ხოლო 17% ფიქრობს, რომ საქართველომ. ამასთან, გამოკითხულთა 8% მიიჩნევს, რომ კანადამ, შვიდ-შვიდი პროცენტი ასახელებს რუმინეთსა და საფრანგეთს, ხოლო 4 პროცენტი ფიქრობს, რომ ლიეტუვამ.

IRI-ის კვლევა უკრაინის მასშტაბით, 30 მარტიდან 12 აპრილის დროის პერიოდში ჩატარდა (გარდა ოკუპორებული ტერიტორიებისა – ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისა). საერთო ჯამში მასში მონაწილეობა მიიღო 20 001-მა 18 წლისა და 18 წელს გადაცილებულმა ადამიანმა. კვლევა ძირითად სატელეფონო იყო. კვლევის ცდომილება 2 პროცენტს შეადგენს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics