00:23 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-07 14:39:55, 910 ნახვა

პოლიტიკა
ოთარ შამუგია ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართული მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) გენერალურ დირექტორს, პაუ როკა ბლასკოსს შეხვდა.

როგორც შეხვედრაზე ოთარ შამუგიამ აღნიშნა, OIV-სთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელსაც მეღვინეობის 8 000 წლიანი უწყვეტი ისტორია და ტრადიციები აქვს.

როგორც პაუ როკა ბლასკომ შეხვედრაზე განაცხადა, ღვინო საქართველოში კულტურის, იდენტობის ნაწილია; საქართველოში სხვადასხვა ჯიშის ყურძნისგან მაღალი ხარისხის ღვინო იწარმოება; სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ექსპერტების ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) საქმიანობაში აქტიური ჩართულობა. 

ოთარ შამუგიას განცხადებით, ბოლო წლების თანამშრომლობიდან, განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2020 წლის 26 ნოემბერს, „დურდოზე ხანგრძლივი მაცერაციით დაყენებული ღვინო“, დაემატა OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალს, რომელშიც მანამდე სხვადასხვა ქვეყნის ჯამში  7 ღვინო შედიოდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამინისტროს მიერ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების მიზნით განხორციელებულ პროექტებზე, მათ შორის, ვენახის კადასტრის პროგრამაზე, ლაბორატორიული კვლევის მეთოდების გაფართოებასა და ქართული ღვინის ხარისხის უზრუნველყოფაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობაზე, ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით ახალი მარკეტინგული პროგრამის მნიშვნელობაზე. 

აღსანიშნავია, რომ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მეღვინეობის დარგის ტექნიკური რეზოლუციებისა და სტანდარტების შემუშავება-ჰარმონიზაცია, სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა და ზოგადად დარგის განვითარებაზე ზრუნვა.  

OIV-ის გენერალურ დირექტორ პაუ როკა ბლასკოსთან გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზურაბ პატარაძე ესწრებოდნენ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics