|
2022-05-04 11:52:25, 1023 ნახვა
ეკონომიკა
გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ არსებული მუნიციპალური ფართები აუქციონის წესით გაიყიდება
გუდიაშვილის მოედანზე არსებული რეაბილიტირებული სივრცეები აუქციონზე გაიყიდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ბიზნესსექტორი მსგავსი სივრცეების განვითარებას უკეთ შეძლებს, მუნიციპალიტეტის მთავრობა კი შემოსული თანხით, სხვადასხვა პროექტს განახორციელებს. „ლადო გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობები რეაბილიტირდა. დარწმუნებული ვარ, როდესაც ეს შენობა-ნაგებობები დაიტვირთება, დედაქალაქში მიზიდულობის ახალი ცენტრი გაჩნდება. იცით, რომ ეს ფართები მუნიციპალური საკუთრებაა. ვიცე-მერს დავავალე, ბიზნესსექტორთან დაეწყო მუშაობა, რომ მსგავსი სივრცეების აუქციონის ფორმით პრივატიზაცია მომხდარიყო. გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ არსებული რეაბილიტირებული სივრცეები მზადაა აუქციონზე გასაყიდად“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ არსებული ოთხი ობიექტის ჯამური ღირებულება 18 მილიონ ლარამდეა. „დარწმუნებული ვარ, არსებულ ობიექტებს ისეთი კომპანიები ან ფიზიკური პირები შეიძენენ, რომლებიც საინტერესო პროექტს შემოგვთავაზებენ. ჩვენ კი ზედამხედველობას გავუწევთ პროცესის მიმდინარეობას. ამ სივრცის განვითარება სწორად უნდა მოხდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე განცხადებით, გუდიაშვილის მოედანზე არსებული საპრივატიზაციო ობიექტებია: ბეგლარ ახოსპირელის I ჩიხი, N1/ ლადო გუდიაშვილის მოედანი N6. აქ ოთხი ფართია, რომელთა ჯამური ღირებულება 4 428 776 ლარია; გუდიაშვილის მოედანი N2, ექვსი ფართი - ჯამური ღირებულება 3 265 865 ლარი; ლერმონტოვის ქუჩა N2 - სამი ფართი - ჯამური ღირებულება - 4 008 383 ლარი; აბესაძის ქუჩა N23, ექვსი ფართი - ჯამური ღირებულება - 6 242 916 ლარი.
ISW: ამჟამინდელი ტემპით, რუსეთი დონეცკის რეგიონის დანარჩენი ნაწილის მიტაცებას 2032 წლამდე ვერ შეძლებს
გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ საქსონია-ანჰალტში დამარცხებამ მისი პარტია „საფუძვლებამდე“ შეარყია
ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი: მოსკოვსა და კიევში მოლაპარაკებებმა მნიშვნელოვანი პროგრესი გამოიწვია
ტუსკი- პოლონეთში მხოლოდ იდიოტებს ან მოღალატეებს შეუძლიათ გაიხარონ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ტრიუმფით
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ISW: ამჟამინდელი ტემპით, რუსეთი დონეცკის რეგიონის დანარჩენი ნაწილის მიტაცებას 2032 წლამდე ვერ შეძლებს
ზელენსკი: არსებობს შეთანხმება უკრაინა-აშშ-ევროპის ფორმატში ახალი შეხვედრის შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)