|
2022-05-02 15:25:26, 1193 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს მთავრობამ ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შესახებ დებულება დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შესახებ დებულება დაამტკიცა. გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციიღთ, აღნიშნული დოკუმენტი დაეხმარება სახელმწიფოს ტყის მდგრადი მართვის პოლიტიკური, სტრატეგიული და საკანონმდებლო ჩარჩოს შესაფასებლად. დოკუმენტი დადებითად შეფასდა საერთაშორისო და ეროვნული ექსპერტების, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროკავშირის სატყეო პროგრამების მიერ. საქართველოში ტყის მდგრადი მართვის ეროვნული კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შემუშავების პროცესი 2014 წელს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“ (IBiS) მხარდაჭერით დაიწყო. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით, შემუშავდა დოკუმენტი „საქართველოში ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმები და ინდიკატორები“ (C&I), რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ტყის მდგომარეობის, ტყის მართვის ხარისხისა და მდგრადობის ანგარიშგების სამართლებრივი ინსტრუმენტების შექმნას; ასევე, საქართველოს ტყის მართვის, სარგებლობის, მოვლა-აღდგენისა და დაცვის განხორციელების და შეფასების უზრუნველყოფას იმგვარად, რომ შენარჩუნდეს ტყის ბიომრავალფეროვნება, პროდუქტიულობა, განახლების უნარი, სიცოცხლისუნარიანობა და შესაბამისი ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური ფუნქციები ადგილობრივ, ეროვნულ და გლობალურ დონეებზე და, ამავდროულად, არ მოხდეს სხვა ეკოსისტემების დაზიანება. 2014 წლიდან, საქართველოს სატყეო სექტორის რეფორმის პროცესში, შეთანხმდა ტყის მდგრადი მართვის ხუთი პრინციპი: ეკოლოგიური, ეკონომიკური, სოციალური, მრავალფუნქციური და გამჭვირვალე. აღნიშნული პრინციპები ქმნიან ჩარჩოს ტყის სექტორში პოლიტიკური, სტრატეგიული და მართვის გადაწყვეტილებების მიღების გაუმჯობესებისთვის.
ISW: ამჟამინდელი ტემპით, რუსეთი დონეცკის რეგიონის დანარჩენი ნაწილის მიტაცებას 2032 წლამდე ვერ შეძლებს
გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ საქსონია-ანჰალტში დამარცხებამ მისი პარტია „საფუძვლებამდე“ შეარყია
ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი: მოსკოვსა და კიევში მოლაპარაკებებმა მნიშვნელოვანი პროგრესი გამოიწვია
ტუსკი- პოლონეთში მხოლოდ იდიოტებს ან მოღალატეებს შეუძლიათ გაიხარონ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ტრიუმფით
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ISW: ამჟამინდელი ტემპით, რუსეთი დონეცკის რეგიონის დანარჩენი ნაწილის მიტაცებას 2032 წლამდე ვერ შეძლებს
ზელენსკი: არსებობს შეთანხმება უკრაინა-აშშ-ევროპის ფორმატში ახალი შეხვედრის შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)