02:12 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-02 14:15:32, 922 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე - სამწუხაროდ, ეს იმ მეგობრულ ურთიერთობებს არ არგებს, რაც საქართველოსა და უკრაინას შორის არის

იმედი მაქვს, ან განმარტებას გააკეთებენ ან დიდი ალბათობით, როგორც წინა შემთხვევაში, ეს განცხადებაც განცხადებად დარჩება - იმის მიუხედავად, რომ არსებობს სურვილი, ვიდრე ინფორმაცია გავრცელდება, მისი გადამოწმება მოხდეს, არ შემთხვევაშიც პირდაპირ განცხადების გაკეთება არ მოერიდნენ, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

პაპუაშვილის შეფასებით, იქმნება ყალბი წარმოდგენები, თითქოს საქართველოს რუსეთთან რაიმე გვერდით მოლაპარაკებებში არის ჩართული, რაც ქვეყნის შიგნით არსებული ძალების დეზინფორმაციული კამპანიაა.

„სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაშიც არგუმენტების გარეშე გაკეთებული განცხადება ვნახეთ. როგორც წინა შემთხვევაში არავითარი მტკიცებულება ამას არ მოჰყოლია. ჩანს, რომ არის მხოლოდ განცხადება. სამწუხაროდ, ეს იმ მეგობრულ ურთიერთობებს არ არგებს, რაც საქართველოსა და უკრაინას შორის არის.

არ ვიცი, რა არის ამ განცხადების მიზანი, მაგრამ ეს უკრაინის შესაბამისი ინსტიტუტების მიმართ ნდობას საქართველოში არ არგებს - პირველი ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა და ამ ინფორმაციას რაიმე განმარტებები არ მოჰყვა. ეს უკრაინის სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობას არამხოლოდ საქართველოში არ აზიანებს - ასეთი განცხადებები საჯაროდ მთელი მსოფლიოს გასაგონად კეთდება და როცა ამის უკან არაფერი დგას, ნდობას ამცირებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისათვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის ფედერაცია ცდილობს სხვა ქვეყნების ჩართვას, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს უკრაინის ომის დროს დაწესებული ეკონომიკური სანქციების დამანგრეველი შედეგები. 

დაზვერვის თანახმად, მოსკოვი აწარმოებს მოლაპარაკებებს საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე რეექსპორტის შესახებ. იგეგმება ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის მიწოდება და მესამე ქვეყნებში გატანა. ამ ქვეყნებში უკვე 200-ზე მეტი კომპანიაა დაფუძნებული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics