02:44 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-30 15:02:00, 1060 ნახვა

პოლიტიკა
სომხეთისა და საქართველოს საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა დადებითად შეაფასეს ქვეყნებს შორის კონტაქტები და ისტორიული მეგობრობა

სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, სომეხ კოლეგას, არარატ მირზოიანს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და სომხეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ორი ქვეყნის ტრადიციულად კეთილმეზობლური კავშირები, რასაც თავის მხრივ ხელს უწყობს მაღალი დონის შეხევდრების და ვიზიტების  ურთიერთგაცვლა.

მინისტრები მიესალმნენ საქართველო- სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს და ხაზი გაუსვეს საიუბილეო თარიღის სათანადოდ აღნიშვნას.

თანამშრომლობის ძირითად სფეროებზე საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკურ, ვაჭრობის მიმართულებებს და რეგიონის სატრანზიტო პოტენციალს.

აღინიშნა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოსთვის, ასევე სომხეთისთვის ორი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის სრულად ამოქმედების მნიშვნელობას, მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა მიმართონ ძალისხმევა, მათ შორის ორმხრივი ეკონომიკური კომისიის სხდომების სისტემატიურად ჩატარების საკითხზე, სადაც განიხილება სავაჭრო-ეკონომიკური საკითხების ფართო სპექტრი.

დადებითი შეფასება მიეცა ტურიზმის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობას და განსაკუთრებით ბოლო წლებში ამ მხრივ არსებულ პოზიტიურ დინამიკას, მინისტრები შეთანხმდნენ ტურიზმის მზარდი ნაკადების გათვალისწინებით იმუშაონ  დამატებითი ხელმშემწყობი მექანიზმების ამოქმედების კუთხით.

ასევე დადებითად იქნა შეფასებული საქართველოსა და სომხეთის კავშირები კულტურის, განათლების და ხალხთაშორისი ურთიერთობის მიმართულებით.

შეხვედრაზე მინისტრები შეთანხმდნენ მჭიდრო ორმხრივი კონტაქტების შენარჩუნებასა და ქვეყნებისთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო თანამშრომლობის გაგრძელებაზე. 

შეხვედრის შემდგომ გაიმართა ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა ერთობლივი განცხადებები პრესასთან. 

სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე გვირგვინით შეამკო ეროვნული მემორიალი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics