09:56 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-30 14:50:28, 1057 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - უკრაინა მოლდოვა და საქართველო EU-ს დოკუმენტს ერთად წარადგენს

საქართველოს ევროკავშირის წევრობისთვის გაკუთვნილი კითხვარი დასრულებულია და მზად არის, რომგადაეცეს ევროკავშირის ელჩს საქართველოში, რომელიც შემდგომ ბრიუსელში იქნება გაგზავნილი.

პრემიერის თქმით, მოლოდინი პოზიტიურია დავალდებულებებიც პირნათლადაა შევასრულებული.

„დასრულებულია დოკუმენტი და მზად არის, რომ გადავცეთ ევროკავშირის ელჩს საქართველოში, რომელიც შემდგომ ბრიუსელში იქნება გაგზავნილი. მოლოდინი გვაქვს პოზიტიური. ჩვენ ჩვენი მხრივ, ჩვენს მიერ აღებული ვალდებულებები პირნათლად შევასრულეთ, მიმდინარე პროცესი, რა თქმა უნდა, რეფორმების პროცესი, რომელიც დაწყებული გვაქვს გაგრძელდება, მივა ბოლომდე და ახლა უკვე, ამის შემდეგ, ჩვენ, ასოცირებული ტრიო, უკრაინა მოლდოვა და საქართველო ერთად წარვადგენთ ამ კითხვარს და დაველოდებით გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნების მომდევნო განვითარებისთვის.
ამ პროცესში ყველა უწყება იყო ჩართული. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა მათ ძალიან შრომატევადი საქმიანობისთვის",- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი საქართველომ 3 მარტს გააკეთა, ხოლო გაწევრიანების კითხვარი კი 11 აპრილს გადაეცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Reuters: ვენსი ტრამპის არაპოპულარული გადაწყვეტილებებისგან დისტანციას იჭერს და რესპუბლიკელთა ლიდერობისთვის ბრძოლისთვის ემზადება
ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთში პუტინთან და სი ძინპინთან დენუკლეარიზაციის საკითხზე საუბარს აპირებს
ამსტერდამში ისრაელის პოლიტიკის წინააღმდეგ 200 ათასამდე ადამიანი გამოვიდა
უკრაინამ სანქტ-პეტერბურგთან ახლოს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics