|
2022-04-29 20:13:00, 1565 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ხანიშვილი საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომას დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომას დაესწრო. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეორნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე თქმით, სხდომის ფარგლებში, კომისიის წევრებმა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების მიმართულებით არსებული მდგომარეობა და თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს. „საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები მზარდი ტენდენციით ხასიათდება. მნიშვნელოვანია, მოიძებნოს გზები, რომ საქართველოს ბაზარზე ყაზახური ხორბალი კონკურენტული გახდეს და მისი იმპორტი გაიზარდოს. ამასთან, ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის პერსპექტივები ციტრუსის, ჩაის, თამბაქოს და სხვა პროდუქტების ყაზახეთში ექსპორტის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა კომისიამ ხელი შეუწყოს საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას, ინვესტიციების გაზრდასა და ტურიზმის განვითარებას, რაც ორივე ქვეყნისთვის სარგებლის მომტანი იქნება“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ყაზახეთი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. 2022 წლის იანვარ-მარტში, ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 29,46 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 123%). ამასთან, 2021 წელს საქართველოში ყაზახეთიდან 11,02 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციები განხორციელდა. 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში, ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით, 123 მოქმედი კომპანიაა დარეგისტრირებული. საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და ყაზახეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, კაირბეკ უსკენბაევმა გახსნეს.
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
FT-ის გამოკითხვა: ამერიკელების თითქმის 70% შეშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციაში კორუფციით
ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი - ვინც მიცნობთ, ჩემს ბავშვებს აწყენინებს, იცოდეთ, იმ ქვეყნიდან მოვბრუნდები და დედებს მოგ**ნავთ ყველას
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)