|
2022-04-29 17:45:11, 1138 ნახვა
პოლიტიკა
ყაველაშვილი - თუ არესტოვიჩს, არახამიას ან პოდოლიაკს ჰგონიათ, რომ ქართველი ხალხი ვერ ხედავს მათ კლანურ მოქმედებას მეხუთე კოლონასთან, მწარედ სცდებიან
თუ არესტოვიჩს, არახამიას ან პოდოლიაკს ჰგონიათ, რომ ქართველი ხალხი ვერ ხედავს მათ კლანურ, კოორდინირებულ მოქმედებას საქართველოში მოქმედ მეხუთე კოლონასთან, იგივე ერთიან მოღალატეობრივ მოძრაობასთან, ძალიან მწარედ სცდებიან,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, კიდევ უფრო ცხადი ხდება ვისი და რა კონკრეტული დავალებით "შემოიპარა მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან". "უკრაინის ხელისუფლებაში მოკალათებული „ცხელი თავების“ ბოლოდროინდელი განცხადებები არათუ სცდება ეთიკისა და მეგობრობის ფარგლებს, არამედ ძალიან საშიშ ტენდენციას იღებს და პირდაპირ აღვივებს ჩვენ ქვეყანაში, ჩვენ ხალხში ანტიუკრაინულ განწყობებს. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც პოლიტიკური და სამართლებრივი მხარდაჭერით დაწყებული, ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნით დამთავრებული, ჩვენ მოწინავეთა რიგებში ვართ. თუ არესტოვიჩს, არახამიას ან პოდოლიაკს ჰგონიათ, რომ ქართველი ხალხი ვერ ხედავს მათ კლანურ, კოორდინირებულ მოქმედებას საქართველოში მოქმედ მეხუთე კოლონასთან, იგივე ერთიან მოღალატეობრივ მოძრაობასთან, ძალიან მწარედ სცდებიან. უფრო მეტიც, ქართველი ხალხი ძალიან მძაფრად და მწვავედ რეაგირებს ყველა მცდელობაზე, რომელიც საქართველოს ომში ჩართვისკენაა მიმართული! დღეს კიდევ უფრო ცხადი ხდება ვისი და რა კონკრეტული დავალებით შემოიპარა სააკაშვილი უკრაინიდან. მან იცოდა (რაც მან აღიარა კიდეც), რომ პუტინი უკრაინაში შეიჭრებოდა და თვითმმართველობის არჩევნების დროს ქვეყნის ასარევად და საქართველოს ომში ჩასათრევად ჩამოვიდა. ჩამოსვლა მან ვერ გაბედა გაცილებით მნიშვნელოვან, საპარლამენტო არჩევნებზე, მაგრამ ახლა უკვე ის კონკრეტული მიზნით მოქმედებდა.
რუბიო იმედოვნებს, რომ აბუ-დაბიში უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება
Reuters: ვენსი ტრამპის არაპოპულარული გადაწყვეტილებებისგან დისტანციას იჭერს და რესპუბლიკელთა ლიდერობისთვის ბრძოლისთვის ემზადება
ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთში პუტინთან და სი ძინპინთან დენუკლეარიზაციის საკითხზე საუბარს აპირებს
ამსტერდამში ისრაელის პოლიტიკის წინააღმდეგ 200 ათასამდე ადამიანი გამოვიდა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)