10:04 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-29 13:12:35, 1127 ნახვა

პოლიტიკა
საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე გადმოცემული კითხვარის პირველი ნაწილი შეავსო და ევროკომისიას გადასცემს

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსის მისაღებად გადმოცემული კითხვარის პირველი ნაწილი საქართველომ უკვე მოამზადა და მთავრობა ევროკომისიას მას ორშაბათს გადასცემს. 

როგორც  ილია დარჩიაშვილმა გამართულ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დოკუმენტზე მუშაობა დაწყებული აქვს ყველა სახელმწიფო უწყებას, შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტის გაზიარების ვადა 13 მაისია. 

„კითხვარის პირველი ნაწილი მომზადდა ყველა სახელმწიფო უწყების მხრიდან ძალიან აქტიური ჩართულობით, უზარმაზარი სამუშაო გაიწია და საქართველოს მთავრობა ორშაბათს ევროკომისიას გადასცემს კითხვარის პირველ ნაწილს, რომელიც გადმოგვეცა დასამუშავებლად. რაც შეეხება ბოლო ნაწილს, ეს არის სექტორულ ნაწილი აღნიშნული კითხვარის, რომელიც უფრო ტექნიკური და სპეციფიკურია, აღნიშნულ დოკუმენტში არის დაახლოებით 2300 კითხვა.  დოკუმენტზე მუშაობა დაწყებული აქვს ყველა სახელმწიფო უწყებას, შესაბამისად, დადგენილი ვადები აღნიშნული დოკუმენტის გაზიარების ჩვენს ევროპულ პარტნიორებთან არის 13 მაისი და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ბოლო ნაწილი აღნიშნული კითხვარის, რაც შეიძლება მალე, პირველ რიგში, დავასრულოთ მუშაობა და შემდგომ, გავუზიაროთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს.“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე დასძინა, რომ კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილიც დღეს გახდება საჯარო. 

ცნობისთვის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადაეცათ. 

აღსანიშნავია, რომ 18 აპრილს ვოლოდიმირ ზელენსკიმ  უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შევსებული კითხვარი გადასცა. ამის შემდეგ კი, 22 აპრილს კითხვარი მოლდოვამაც შეავსო და ევროკავშირის უფლებამოსილ წარმომადგენლებს გადასცა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუბიო იმედოვნებს, რომ აბუ-დაბიში უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება
Reuters: ვენსი ტრამპის არაპოპულარული გადაწყვეტილებებისგან დისტანციას იჭერს და რესპუბლიკელთა ლიდერობისთვის ბრძოლისთვის ემზადება
ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთში პუტინთან და სი ძინპინთან დენუკლეარიზაციის საკითხზე საუბარს აპირებს
ამსტერდამში ისრაელის პოლიტიკის წინააღმდეგ 200 ათასამდე ადამიანი გამოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics