03:11 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-29 11:33:43, 908 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე IRI-ის კვლევების შედეგებზე: საზოგადოების მხარდაჭერა ყველაზე კარგი საზომია

„ჩემთვის ყველაზე კარგი საზომი არის საზოგადოების მხარდაჭერა, მათთან ურთიერთობა", - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „IRI"-ს მიერ  გამოქვეყნებული რეიტინგების შეფასებისას მედიასთან განაცხადა.

„ჩემი დამოკიდებულება მსგავს კვლევებთან მიმართებით იცით. არაერთხელ დამიფიქსირებია  პოზიცია და, რა თქმა უნდა არც ამჯერად შემიცვლია აზრი. შეგიძლიათ ნახოთ კვლევები 2012 წლიდან მოყოლებული, რას აცხადებდნენ და შემდეგ რა შედეგები დგებოდა არჩევნებზე. ჩემთვის ყველაზე კარგი და მნიშვნელოვანი საზომი არის საზოგადოების მხარდაჭერა, მათთან ურთიერთობა. არასდროს გამიწყვეტია კავშირი საზოგადოებასთან, ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს და ის განწყობა და დამოკიდებულება, რაც საზოგადოების მხრიდან იგრძნობა, არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ძალიან ვაფასებ და ვუფრთხილდები ამ ურთიერთობებს.

 ყველაფერს გავაკეთებ მომავალშიც იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო მოწესრიგებული, კიდევ უფრო ლამაზი, მწვანე და მასში მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ კომფორტულად ცხოვრების საშუალება", - განაცადა კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.

მისივე თქმით, კვლევების გარეშეც თვალსაჩინო და ცხადია საზოგადოების ნდობა მმართველი პარტიისადმი. 

„მმართველ პარტიას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. ეს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ჩანს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ პარტია, რომელიც ზრუნავს ხალხზე. შეიძლება, რაღაც შეცდომები ჩვენც გვაქვს, რაღაცის გაკეთება დავაგვიანეთ, მაგრამ  არასდროს მიგვიყენებია შეურაცხყოფა ქართველი ხალხისთვის, არასდროს დაგვიჩაგრავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, არასდროს წაგვირთმევია. გახსოვთ, წლების განმავლობაში რა დამოკიდებულება იყო ბიზნესის მიმართ, რა ხდებოდა ციხეებში პატიმრების მიმართ. ეს ყველაფერი საზოგადოებას ახსოვს", - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics