03:37 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-27 17:32:52, 1427 ნახვა

პოლიტიკა
არასამთავრობო ორგანიზაციები - აუდიოჩანაწერები კიდევ ერთხელ ადასტურებს ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას

აუდიოჩანაწერები კიდევ ერთხელ ადასტურებს ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას. - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადებაში ვკითხუხლობთ.

მათივე თქმით,აღნიშნული აუდიოჩანაწერის შინაარსი განსაკუთრებით შემაშფოთებელია უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შესაჩერებლად დაწესებული სანქციების შესახებ, საქართველოს ხელისუფლების ორაზროვანი და პოპულისტური რიტორიკის გათვალისწინებით.

" მაშინ, როდესაც დასავლეთის სახელმწიფოები კრემლს და რუს ოლიგარქებს ერთმანეთისგან არ მიჯნავენ და მათი სანქცირება რუსეთის აგრესიის შეჩერების მექანიზმად განიხილება, მიგვაჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის უკიდურესად დამაზიანებელია სანქცირებულ რუს ბიზნესმენეთან, ბიზნესებთან და მათ წარმომადგენლებთან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების კომუნიკაცია.

ამის გათვალისწინებით, ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები, რომ ბიძინა ივანიშვილსა და ევტუშენკოვს შორის გამართული საუბარი რიგითი ბიზნეს მოლაპარაკებაა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს.

ამდენად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, უაღრესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია:

  • საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს 24 თებერვლის შემდეგ საქართველოს მთავრობის მეთაურის ან/და სხვა თანამდებობის პირების მიერ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ან სანქცირებულ ოლიგარქებთან, მათ ბიზნესებთან ან წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრებისა და მათი შინაარსის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მათ შორის, გაკეთდეს სარწმუნო განმარტებები საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებულ ოლიგარქ ევტუშენკოვის წარმომადგენელთან შეხვედრის შინაარსის შესახებ;
  • დადგინდეს ჩანაწერის ავთენტურობა, სანდო უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. ამ საკითხზე დამაჯერებელი განმარტებების წარმოდგენა არის ხელისუფლების ინტერესშივე, რათა დაარწმუნოს საზოგადოება, რომ საქართველო არანაირი ფორმით არ მონაწილეობს რუსეთისათვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყოს მოკვლევა ჩანაწერში გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და მოახდინოს მასზე შესაბამისი რეაგირება. მოკვლევის შედეგების შესახებ აცნობოს საზოგადოებას. " - ნათქვამია განცხადებაში.

ამ განცხადებას ხელს აწერენ :

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

ღია საზოგადოების ფონდი

ბანკები და საზოგადოება

მედიის განვითარების ფონდი

Europe for Georgia

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ადამიანის უფლებათა ცენტრი

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

ლიბერალური აკადემია თბილისი





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics