04:08 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-27 14:12:31, 1937 ნახვა

პოლიტიკა
რუსული პროპაგანდის მავნებლობა და მისი გავლენა საქართველოზე

დღესდღეობით, ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, სადაც პოლიტიკა თითოეულ ჩვენგანს ეხება პირდაპირ თუ ირიბად. ნებისმიერი ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯი, მეგობართან სატელეფონო საუბარი, ქუჩაში სეირნობა, მაღაზიაში პროდუქტის ყიდვა თუ სხვა რამ, პირდაპირპროპორციულია პოლიტიკის და მასთან არსებული გზების.

 უძველესი დროიდან პოლიტიკის განხორციელების და ბრძოლის ეფექტურ ხერხად პროპაგანდა მიიჩნევა, რა არის პოლიტიკური პროპაგანდა? როგორ ხორციელდება ის? რა განვითარება ჰპოვა მან დროსთან ერთად? კითხვები, რომლებიც ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება გაგვიჩნდეს, პირველ რიგში ,დავიწყოთ იქიდან, რომ პროპაგანდა - ეს არის პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს შექმნას და განამტკიცოს ისეთი საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ხელსაყრელი იქნება პროპაგანდისტისათვის და ხელს შეუწყობს მისი პოლიტიკური მიზნების განხორციელებას.

ჯერ კიდევ პოლიტიკურად ერთ-ერთ ყველაზე ცხელ პერიოდში, კონკრეტულად XX-ს 50-იან წლებში საბჭოთა კავშირი აქტიურდ ქმნიდა პროპაგანდისტულ პლაკატებს, სადაც ის უპირისპირდებოდა და აკრიტიკებდა მის საპირწონე ორგანიზაცია „ნატოს“, რომლის ფუძემდებებელიც  ამერიკის შეერთებული შტატები იყო.

დღეს ამ სტატიაში ვისაუბრობთ იმაზე თუ როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა და რა გზით ცდილობს გავლენის მოპოვებას საზოგადოებაზე, დასაწყიშივე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა მუშაობს იმისთვის, რომ მოქალაქეებმა სიბნელეში იცხოვრონ, ახლა კი ერთად გავუყვეთ რუსული პროპაგანდის მავთულხლართიან გზას.

რუსეთ-უკრინის ომმა კიდევ უფრო წარმოჩინა რუსეთის პროპაგანდის ბოროტული გზა. ჩვენ ვხედავთ საშინელ სურათებს უკრაინაში, როდესაც ყოველდღიური მოქალაქეების საცხოვრბელი სახლები იმომბება, ხოლო სხვები სასოწარკვეთილი გარბიან საზღვრისკენ. სხვებმა აიღეს იარაღი საკუთარი თავის, სახლების, ქვეყნის დასაცავად.

კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ უკრაინაში ქალაქ ბუჩაში, კიევის მახლობლად ჩვენ ვნახეთ მოკლული ადამიანების ფოტოები და მოვისმინეთ სასტიკი და არაპროვოცირებული შემოჭრის შედეგად დაღუპული ბავშვების ისტორიები.

ვის შეუძლია ამის დანახვა და უკრაინელი ხალხის მიმართ თანაგრძნობა არ გამოჩენა ? რუსეთის მოქალაქეებიც კი საშინლად უნდა გრძნობდნენ თავს იმის გამო, რასაც ხედავენ, არა? სინამდვილეში, ეს ასე არ არის. და ეს არ არის ის, რომ რუსეთის ბევრ მოქალაქეს არ აინტერესებს რა ხდება უკრაინაში. ბევრმა უბრალოდ არ იცის რა ხდება ან უარს ამბობს ამის დაჯერებაზე. რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა, მუშაობს.

პროპაგანდამ საქართველოს კარებიც გააღო და ჩვენს საზღვრებშიც შემოაღწია, რუსეთი ოკუპანტია ამის არ აღნიშვნა წარმოუდგენელია ჩემს სტატიაში, მითუმეტეს, მაშინ, როცა ის აქტიურად იყენებს პროპაგანდას საქართველოში, რათა მოსახლეობაში მოახდინოს ევროპელი პარტნიონების მნიშვნელობისა და რაობის დაკნინება. რუსეთი რომ პროპაგანდას აქტიურად იყენებს და ცდილობს საქართველოს მოსახლეობაში მცდარი აზრის ჩამოაყლიებას, ამაზე მიანიშნებს მათ მიერ გავრცელებული მითი ,თითქოს ლუგარის ლაბორატორია საქართველოს მოსახლეობაზე ბიოლოგიურ ცდებს ატარებდა, რაც აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული იყო, თუმცა ,ჩვენდა საუბედუროდ ,მოსახლეობის აზრის ფორმირებას ხელი შეუწყო საქართველოში და ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში ერთ-ერთი პოლიტიკური პროპაგანდის ხერხი წარმოაჩინა.

გარდა ამისა, რუსეთი მუდმივად უპირისპირდება პროპაგანდით ევროკავშირს, რადგან ის მასში დიდ კონკურენტს ხედავს და ამავდროულად საქართველოს დიდ მეგობარსაც, მაშინ, როდესაც ჩვენ ვიბრძვით თავისუფალი, წარმატებული, დემოკრატიული, თანასწორი საზოგადოების შექმნისათვის, რაშიც აუცილებლად გვჭირდება ევროპის დახმარება, რუსეთი პროპაგანდას აძლიერებს, მაგალითად, „ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ქართულ კულტურასა და ტრადიციულ ფასეულობებს საფრთხეს უქმნის“ ან და ,ევროკავშირი აიძულებს საქართველოს, შემოიღოს დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კანონმდებლობა, რომელიც გზას გაუკაფავს ჰომოსექსუალთა შორის ქორწინებას.”ეს ხომ სასაცილო და მცდარია, თუმცა მოსახლეობის ემოციურ განწყობაზე აღნიშნული ციტატა მოქმედებს.

ყველაზე ცუდი და დამახინჯებული რუსული პროპაგანდა ეხება 2008 წლის ომს, როდესაც ისინი ომის დაწყებაში ადანაშაულებენ ქართულ მხარეს, რეალობა კი სრულიად სხვაა, ომი რუსეთმა დაიწყო და პირველმა გახსნა ცეცხლი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ რუსული პროპაგანდისტული პოლიტიკა საქართველოში ძალადობასაც უკავშირდება, ალტ ინფო, რომელიც ფსევდო კონსერვატიული პარტიისა და ტელევიზიის სახით გვევლინება, რეალურად რუსული პროპაგანდისტული, დეზინფორმაციული და ძალდობრივი გზის გაგრძელებად, მათი რიტორიკა, ტექსტი, ირონია, სიმბოლო და რელიგიით შეფარული ძალადობა, ასე გამოიყურება ალტ ინფო და მისი რუსული ყალბი ინფორმაციის საბადო, ასევე ტყუილი და მოტყუება შეიძლება იყოს მრავალი პროპაგანდის ტექნიკის საფუძველი, მათ შორის დიდი სიცრუე, ცილისწამება, კარდაკარ, ნახევრად სიმართლე, სახელის მოწოდება ან ნებისმიერი სხვა ტექნიკა, რომელიც ეფუძნება არაკეთილსინდისიერებას ან მოტყუებას, ამის ერთ სახელად გაერთიანებას შეგვიძლია ვუწოდოთ საქართველოში ალტ ინფო რომელიც რუსეთის პროპაგანდის მთავარი ციტადელია.

მოსკოვი დიდ დროს უთმობს რბილი ძალის პროექციას - ხშირად უფრო მეტად, ვიდრე მძიმე ძალაუფლებას. თუმცა, ის განსაზღვრავს რბილ ძალას საკუთარი ავტორიტარული პირობებით. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ყურადღება ეთმობა ამ აქტივობებს დასავლეთში და პოსტსაბჭოთა სივრცეში, ახლო აღმოსავლეთი ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის რუსეთის ძალისხმევისთვის, რომელსაც გაცილებით ნაკლები ყურადღება ექცეოდა. დიპლომატიის, ვაჭრობისა და ტურიზმის გარდა, მოსკოვი თავის გავლენას ახდენს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის, კულტურის ცენტრების, ძირითადი სპორტული ღონისძიებების, ჩეჩნეთის კაცის რამზან კადიროვის და კრემლის მიერ კონტროლირებადი პროპაგანდისტული საშუალებების მეშვეობით, როგორიცაა RT და Sputnik. მოსკოვი ავითარებს მიზიდულობას ავტორიტარული ღირებულებების პროექციით, რომლებიც რეზონანსულია დემოკრატიის მცირე ისტორიის მქონე რეგიონში, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია ერთად ვებრძოლოთ და დავუპორიაპირდეთ რუსულ პროპაგნდას საქართველოში, ამისათვის კი საჭიროა

გარდა ზემოაღნიშნულისა არსებობს ყალბი ამბების მრავალი მაუწყებელი ნიშანი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ :

ყალბი ვებსაიტის მისამართი: სტატია შეიძლება ამტკიცებდეს, რომ არის ცნობილი ახალი ამბების გამოცემა, მაგრამ სწორია თუ არა ვებ-მისამართი? შეადარეთ ვებ-მისამართი შესაბამისი საინფორმაციო ორგანიზაციის მთავარ გვერდზე. თუ მისამართში არის შეუსაბამობები ან მართლწერის შეცდომა, შესაძლოა ყალბი ინფორმაცია იყოს. ამავდორულად თუ ავტორი ანონიმურია (ან ძალიან ცნობილი): თაღლითურ გამომცემლებს შეუძლიათ გამოიყენონ ზოგადი ავტორის სახელი ან მთლიანად გამოტოვონ სტრიქონი, რათა თავიდან აიცილონ შემოწმება. ალტერნატიულად, მათ შეუძლიათ გამოიყენონ ძალიან ცნობილი პიროვნების სახელი, როგორც მთავარი ხაზი. ამ ყველაფრისა და ყალბი ინფორმაციის გადამოწმების შედეგად, ყალბი ახალი ამბების სტატიები შემცირდება, რაც მთავარია გვახსოვდეს და ერთად ვებრძოლოთ რუსულ პროპაგანდას, რადგან რუსეთის დეზინფორმაციული მანქანის ფესვები მის გამრავლებამდე ძირშივე მოვკვეთოთ.

 

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics