04:08 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-27 13:47:45, 951 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - ივანიშვილის მეგობარი ევტუშენკოვი უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებების მონაწილეა

ბიძინა ივანიშვილის მეგობარი ევტუშენკოვი უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების პირდაპირი მონაწილეა, - ამის შესახებ პარტია „დროას“ დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა. 

გამრთულ ბრიფინგზე, ელენე ხოშტარიამ საზოგადოებას და მედიას ვლადიმერ ევტუშენკოვის შესახებ ახალი დეტალები გააცნო, რომლის მიხედვითაც, რუსი სანქცირებული ოლიგარქი პუტინის აბსოლუტურად ყველა სამხედრო ოპერაციისა და დანაშაულების მონაწილეა.

'მინდა, წარმოგიდგინოთ პარტია „დროას“ მიერ მოძიებული დამატებითი ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის მეგობრის, ვლადიმერ ევტუშენკოვის რუსეთ-უკრაინის ომში ჩართულობის შესახებ. „ქართული ოცნების“ დაბნეული წევრებისგან ვისმენთ, თითქოს ევტუშენკოვი არის მხოლოდ რუსი ბიზნესმენი. მინდა, ჩამოვთვალო 4 ფაქტი ევტუშენკოვის საქმიანობასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, ვლადიმერ ევტუშენკოვი პუტინის აბსოლუტურად ყველა სამხედრო ოპერაციისა და დანაშაულების მონაწილეა - სირიაში, ყირიმში, დონბასში, ლუგანსკში და მაიდანის დროს. ის აფინანსებდა და სამხედრო აღჭურვილობით ამარაგებდა ყველა ამ სამხედრო ოპერაციას და იყო იანუკოვიჩის მეგობარი. მან იანუკოვიჩს გადასცა ბინა, დაასახლა და მისცა ფინანსური რესურსი რუსეთში კარგად მოსაწყობად.

მეორე, მის მმართველობაშია მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ასეულში შემავალი სამხედრო კავშირგაბმულობისა და აღჭურვილობების კომპანია (RTI).

ევტუშენკოვი არის რუსეთის დღევანდელი თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ბიზნესპარტნიორი. იგი შოიგუს შვილის მეშვეობით, მართავს კომპანიას, რომელშიც 1,5 მილიარდ რუბლზე მეტი ჩადო, მოგვიანებით კი თავად გახდა ამ კომპანიის მმართველი (Sistema SmartTech).

ევტუშენკოვის კიდევ ერთი კომპანია Kronshtadt  აწარმოებს Orion-ის დრონებს, რომლებიც ახლა, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის დროს გამოიყენება ხალხის დასახოცად. დასავლურ მედიაში მოიპოვება ფოტო, რომელზეც ევტუშენკოვი და შოიგუ ერთად ათვალიერებენ ახალ, მოდერნიზებულ სამხედრო დრონებს. 

ვლადიმერ ევვტუშენკოვი, რომელიც, აწ უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილის მეგობარი, ძალიან ახლო პარტნიორი და მასთან საერთო საქმეში მყოფია, არის სამხედრო კრიმინალი, დასავლეთის მიერ სანქცირებული და უკრაინასა და სხვა ქვეყნებში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების მონაწილე. ეს პასუხისმგებლობას აკისრებს ბიძინა ივანიშვილს და წარმოადგენს მისი სანქცირების კიდევ ერთ საფუძველს,"- განაცხადა ხოშტარიამ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics