04:08 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-27 11:49:37, 1004 ნახვა

პოლიტიკა
პენინტენციური გავრცელებულ ინფორმაციას , რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ამანათების შეგზავნა აკრძალულია, უარყოფს

პენინტენციური სამსახური გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის ამანათების შეგზავნა აკრძალულია, უარყოფს. 

უწყების ცნობით, მიხეილ სააკაშვილს, კუთვნილი ამანათი მხოლოდ ერთი დღით არ მიუღია და იგი ამანათის მიღებას შეძლებს შეგზავნაზე პასუხისმგებელი პირების მეშვეობით.

 „მსგავსი ბრალდებები პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა დემორალიზებას, მათ დისკრედიტაციასა და საზოგადოებაში უწყების იმიჯის შელახვას ემსახურება.სპეციალური პენიტენციური სამსახური პასუხისმგებელია თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებაზე.ინფორმაციისთვის, პენიტენციურ სისტემაში ყოფნის პერიოდში, მ. სააკაშვილს მრავალჯერ აქვს მიღებული ამანათი. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ მ.სააკაშვილს, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში, შეუძლია ყველა იმ საკვები პროდუქტის შეძენა, რომელიც დაწესებულების დებულებით არ იკრძალება, მის კუთვნილ ბარათზე დარიცხული თანხის საშუალებით, ასევე მისთვის, ყოველდღიურად გათვალისწინებულია პატიმრისთვის განსაზღვრული სამჯერადი კვება,"- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ, განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს საკვების მიღების ყველა გზა გადაუკეტეს .მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ 3 სახის საკვების მიღება შეეძლო, რომელიც ამანათის სახით ციხეში შეჰქონდათ, თუმცა ადმინისტრაციამ ეს აკრძალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics