|
2022-04-26 19:33:58, 1479 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ვირტუალურ ფორმატში, მონაწილეობა მიიღო კავკასიისა და ცენტრალური აზიის ფინანსთა მინისტრთა და ცენტრალური ბანკების მმართველთა დისკუსიაში, რომელიც გახსნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა, კრისტალინა გეორგიევამ. - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსტა სამინისტრო ავრცელებს. მათივე თქმით, დისკუსია, რომლის მოდერატორი იყო სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი ჯიჰად აზური, მიეძღვნა ომს უკრაინაში, რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს და შექმნილი ვითარების გავლენას კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკებზე. მაღალი დონის დისკუსიაში, ასევე, მონაწილეობა მიიღო ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ. თავის სიტყვაში, ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სრული მხარდაჭერა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. საუბარი შეეხო საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეულ მხარდაჭერას და დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულების საკითხებს. საომარი მოქმედებების გავლენაზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ განიხილება სხვადასხვა სცენარი, თუმცა ამ გამოწვევების მიუხედავად, საქართველო გააგრძელებს რეფორმების დღის წესრიგს. მინისტრმა, განსაკუთრებით, ხაზი გაუსვა სსფ-სთან ახალი სამწლიანი პროგრამის დაწყების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ იგი ხელს შეუწყობს ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას.
ტუსკი- პოლონეთში მხოლოდ იდიოტებს ან მოღალატეებს შეუძლიათ გაიხარონ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ტრიუმფით
უსანეთაშვილმა ოცნებას 60 000₾ შესწირა, იმავე დღეს 712 000-ლარიანი კონტრაქტი გაიფორმა - TI
საათში 2.5 მილიარდი რუბლი - რუსეთის მიერ უკრაინასთან ომზე დახარჯულმა თანხებმა ახალ რეკორდს მიაღწია.
გონიოში ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: არსებობს შეთანხმება უკრაინა-აშშ-ევროპის ფორმატში ახალი შეხვედრის შესახებ
FT: ტრამპის წარმომადგენლებმა კიევში წინა საომარი მოლაპარაკების დოკუმენტების განახლებული ვერსიები ჩაიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)