|
2022-04-26 18:40:52, 1396 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინელებმა ხარკოვში რუსული ვერტმფრენი Ka-52 ჩამოაგდეს
უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში რუსული ვერტმფრენი Ka-52 ჩამოაგდეს. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულმა შტაბი ავრცელებს. მათივე თქმით, Ka-52-ის ღირებულება დაახლოებით $16 მილიონს შეადგენს. "ჩვენმა ჯარისკაცებმა ხარკოვში კიდევ ერთი რუსული ვერტმფრენი Ka-52 გაანადგურეს. 2008 წელს წარმოებულ ამ საბრძოლო ვერტმფრენს ლაზერული ქვემეხი, ანტისატანკო კომპლექსი, საავიაციო ბომბები და სხვა ტიპის იარაღი აქვს. Ka-52-ის ღირებულება დაახლოებით $16 მილიონს შეადგენს. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)