04:35 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-26 12:06:05, 1266 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - მიხეილ სააკაშვილის ვითომდა სამკურნალოდ გადაყვანა, სინამდვილეში, მისი გათავისუფლების კამპანიის ნაწილია

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნა არის კამპანიის ნაწილი, რათა საპატიმროდან გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი. 

მისივე თქმით, ყველა მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს სათანადო სამედიცინო მომსახურება და ეს უზრუნველყოფილია ქართულ ციხეებში. 

„პირველ რიგში, ყველა მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს სათანადო სამედიცინო მომსახურება და ეს უზრუნველყოფილია ქართულ ციხეებში. ყველა მსჯავრდებულს მისი სტატუსის მიუხედავად, სათანადო სამედიცინო მომსახურება აქვს. მეორე, მთელი ეს კამპანია - მიხეილ სააკაშვილის ვითომდა სამკურნალოდ გადაყვანის, სინამდვილეში, თავი არავინ უნდა მოიტყუოს, მითუმეტეს საზოგადოებას ასე რომ ატყუებენ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამხელა დეზინფორმაციულ კამპანიაზე დაფუძნებული ძალაა „ნაციონალური მოძრაობა“, მთელი ეს კამპანია კამპანია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რათა აირიდოს სასჯელი, რომელიც მას მიუსაჯა მართლმსაჯულებამ იმის გამო, რომ მან დეპუტატი სიკვდილამდე აცემინა და იმისთვის, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელებს ხელი დააფარა, რაც სტრასბურგის სასამართლომაც თქვა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics