|
2022-04-22 10:34:37, 1054 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ღარიბაშვილზე - სიმბოლური და მნიშვნელოვანია, რომ დღეს პრემიერია ის ადამიანია, რომელიც პირველი ედგა გვერდით ივანიშვილს
ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანია პრაქტიკული თვალსაზრისითაც, რომ დღეს პრემიერ-მინისტრი არის ირაკლი ღარიბაშვილი. ის ადამიანი, რომელიც პირველი ედგა გვერდით ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააფუძნა საზოგადოებრივი მოძრაობა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდი შედგება ისეთი ლიდერებისგან, რომლებსაც ზურგს უმაგრებს ღირებულებები, პრინციპები, გამოცდილება, განათლება. „ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ მან ისე დატოვა გუნდი, რომ ჩვენ გვქონდა სიმყარის ძალიან კარგი საფუძველი. რა თქმა უნდა, ყველამ კარგად გავიაზრეთ ერთი რამ, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა განსაკუთრებული პოლიტიკური რესურსი. სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა ამას იგივე ქველმოქმედება, იგივე მისი პოლიტიკური წარსული, 2012 წლის ბრძოლა და ა.შ. ასევე მისი განსაკუთრებული რესურსი, როგორც პოლიტიკოსის. ეს რესურსი რა თქმა უნდა, იყო განსაკუთრებული, გამორჩეული და შესაბამისად ჩვენ გვქონდა ძალიან დიდი დანაკლისი ყველა ამ თვალსაზრისით, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გავიდა პოლიტიკიდან. ერთადერთი რასაც შეეძლო ამ რესურსის ჩანაცვლება ერთ მუშტად გუნდის შეკვრა იყო, რაც ჩვენ მოვახერხეთ და მოვახერხეთ ძალიან მტკივნეული პროცესების გადალახვა. გახსოვთ, 17-18 თებერვლის ცნობილი მოვლენები, გუნდი მაშინ განსაკუთრებულად კონსოლიდირებული იყო და მოვახერხეთ იმ პრობლემის დაძლევა, რაც ძალიან სერიოზული გამოწვევა იყო მაშინ ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის. დღეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ გუნდი არის ძლიერი და ერთ მუშტად შეკრული. ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანია პრაქტიკული თვალსაზრისითაც, რომ დღეს პრემიერ-მინისტრი არის ირაკლი ღარიბაშვილი. ის ადამიანი, რომელიც პირველი ედგა გვერდით ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააფუძნა საზოგადოებრივი მოძრაობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ლიდერებს შორის არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული რესურსი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არა გუნდურობა, რა თქმა უნდა, ეს რესურსიც არ იქნებოდა ისეთი ეფექტიანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)