|
2022-04-21 12:09:13, 1083 ნახვა
ეკონომიკა
სიახლე - „ლიბერთიში“ ბიზნეს ანგარიშის გახსნა უკვე ონლაინ არის შესაძლებელი
„ლიბერთი“ ახალი სტრატეგიის ფარგლებში აგრძელებს ბიზნეს მიმართულების განვითარებას და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით ახალი ციფრული სერვისების დანერგვას. ამიერიდან, ბანკში ბიზნეს ანგარიშის გახსნა უკვე დისტანციურად არის შესაძლებელი. პლატფორმაზე www.libertybusiness.ge ბიზნეს ანგარიშის გახსნის პროცესი მარტივია - რეგისტრაციისთვის დაახლოებით 5 წუთია საჭირო და მოიცავს კითხვებს კომპანიისა და სასურველი საბანკო პროდუქტების შესახებ. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, სრულად დისტანციურად აქტიურდება შემდეგი პროდუქტები: • მიმდინარე ბიზნეს ანგარიში ეროვნულ ვალუტაში; • ბიზნეს ინტერნეტ ბანკი; • SMS სერვისი (არჩევის შემთხვევაში); • ბიზნეს ბარათი (არჩევის შემთხვევაში). პროცესის დასრულებისთანავე, ბიზნეს ანგარიშის მართვა ნებისმიერი წერტილიდან არის შესაძლებელი. “ახალი ლიბერთი ახალ ციფრულ შესაძლებლობებს ქმნის თავისი მომხმარებლებისთვის. ჩვენი მიზანია, ადამიანებისთვის შევქმნათ საუკეთესო ციფრული გამოცდილება სამომხმარებლო, თუ ბიზნესის მიმართულებით. ლიბერთის ციფრული ბანკინგის გუნდის მთავარი ინსპირაცია ამ ახალი პლატფორმის შექმნისას, მომხმარებლების ბიზნეს მიზნების მიღწევის ხელშეწყობა იყო. მოხარული ვართ, რომ უკვე დღეიდან, იურიდიული პირებისთვის ანგარიშის გახსნა მარტივად, სრულად დისტანციური პროცესით არის შესაძლებელი“ - ელენე ჩუბინიძე, ციფრული ბანკინგის ბიზნეს განვითარების დეპარტამენტის უფროსი
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)