2022-04-20 18:28:16, 3780 ნახვა
პოლიტიკა
Freedom House-ის ანგარიშში საქართველოს რეიტინგი კვლავ გაუარესდა
Freedom House-ი ყოველწიულ ანგარშსს აქვეყნებს, სადაც საქართველოს შეფასება, წინა წლის მონაცემებთან შედარებით გაუარესებულია.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებელი 3.18-დან 3.07-მდე მერყეობს, მაშინ როცა წინა წელს 3.15-ს შეადგენდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანა კი ჰიბრიდული ქვეყნების ჩამონათვალში რჩება.
ცნობისთვის, ქულები 1-დან 7-მდე შკალაზეა წარმოდგენილი, სადაც 1 დემოკრატიული განვითარების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ხოლო 7 - ყველაზე მაღალი.
დემოკრატიულობის საერთო ქულა ცალკეული კატეგორიების მიხედვით, ქულების საშუალო მაჩვენებლით გამოიანგარიშება. კატეგორიები მოიცავს: ეროვნულ მმართველობას, საარჩევნო პროცესს, სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას, ადგილობრივ მმართველობას, სასამართლო სისტემასა და კორუფციას.
ავტორი: ექსპრესნიუსი,