|
2022-04-16 12:47:33, 2041 ნახვა
ეკონომიკა
ლიბერთის მომხმარებლებს სააღდგომოდ ყველაზე მაღალი, 50%-მდე ქეშბექი დაუბრუნდებათ - CashBack-ის ახალი აქცია იწყება
ლიბერთი თავის მომხმარებელს ლოიალობის პროგრამა CashBack-ით ყოველდღიურად აძლევს ყველაზე მაღალი ქეშბექის დაბრუნების საშუალებას. ხოლო განსაკუთრებულ დღეებში, ლიბერთის ბარათის მფლობელები კიდევ უფრო გაზრდილი ქეშბექით სარგებლობენ მეგობარ ობიექტებთან სხვადასხვა აქციების ფარგლებში. ამჯერად, CashBack-ი სააღდგომო აქციაში მონაწილე მეგობარ ობიექტებში გადახდისას, გადახდილი თანხის 50%-მდე ნაწილს ლიბერთის ნებისმიერი ბარათის მფლობელს დაუბრუნებს. ხოლო ლიბერთის „ახალი" ბარათის მფლობელები დამატებით 10% ქეშბექით ისარგებლებენ. სააღდგომო აქცია 19 აპრილს დაიწყება და 22 აპრილამდე გაგრძელდება შემდეგ მეგობარ ობიექტებში:
სააღდგომოდ 50%-მდე ქეშბექის დაბრუნება ლიბერთის ნებისმიერი მომხმარებლისთვის მარტივია: საკმარისია სასურველი ობიექტების შეთავაზებების გააქტიურება www.cashback.ge -ზე ან ქეშბექის მობილურ აპლიკაციაში და ადგილზე ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდა. აქციის ფარგლებში უნიკალური მომხმარებელი ჯამში 100 ლარის დაბრუნებას შეძლებს, ხოლო „ახალი" ბარათით დაბრუნებული ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა 200 ლარი იქნება. ქეშბექი ანგარიშზე გადახდისთანავე ბრუნდება და მომენტალურად ხელმისაწვდომია. „ჩვენი გუნდის მიზანია, „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის" სტრატეგიის ფარგლებში ადამიანებს შევთავაზოთ მარტივი, თანამედროვე და მათ საჭიროებებზე მორგებული საბანკო პროდუქტები. ვფიქრობთ, ქეშბექის და მეგობარი ობიექტების სააღდგომო შეთავაზება მთელი საქართველოს მასშტაბით კიდევ უფრო ბევრ მომხმარებელს დაარწმუნებს ლიბერთის ბარათების, განსაკუთრებით კი „ახალი" ბარათის უპირატესობებში." – განაცხადა ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა, ვაჟა მენაბდემ. ლიბერთის ლოიალობის პროგრამა ამჟამად 400-მდე პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ 30 აპრილამდე ლიბერთის „ახალი" ბარათის მომხმარებლებისთვის გაორმაგებული კატეგორიის ქეშბექის აქციაც მოქმედებს. თუ აქციაში მონაწილე მეგობარი ობიექტის კატეგორია შეესაბამება ბარათის ქეშბექისთვის შერჩეულ კატეგორიას, კატეგორიის ქეშბექი გაორმაგებული ოდენობით დამატებით დაუბრუნდება მომხმარებელს. კატეგორიის ქეშბექის ლიმიტი ერთი მომხმარებლისთვის დამატებით 50 ლარი იქნება. „ახალი" ბარათის აღება შესაძლებელია ლიბერთის ნებისმიერ ფილიალში ან ინტერნეტ/მობაილ ბანკიდან: www.365.ge
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)