|
2022-04-15 13:14:05, 1187 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აზარაშვილი იაპონიის ელჩს, იმამურა აკირას შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ზურაბ აზარაშვილმა და იმამურა აკირამ ის პროექტები განიხილეს, რომლებიც COVID-19-ის ეფექტური მართვისთვის, იაპონიის მხარდაჭერით, საქართველოში განხორციელდა. ასევე, ისაუბრეს 2 ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობაზე. ზურაბ აზარაშვილმა და იმამურა აკირამ, შეხვედრაზე, სამომავლო გეგმებიც განიხილეს. იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული, თუ მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)