|
2022-04-14 18:02:07, 1409 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ შამუგია: „საქართველოს მასშტაბით სოფლის განვითარების სააგენტოს 9 რეგიონული სამსახური და 45 საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი ფუნქციონირებს, რომლებიც საექსტენციო მომსახურების სერვისს სთავაზობს ფერმერებს“
„ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მიზანს განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს. აგრარული მიმართულებით ცნობიერების ამაღლების და ფერმერთა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით მიმდინარეობს ფერმერთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები და სემინარები“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მასშტაბით სოფლის განვითარების სააგენტოს 9 რეგიონული სამსახური და 45 საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი ფუნქციონირებს, რომლებიც საექსტენციო მომსახურების სერვისს სთავაზობს ფერმერებს. აღსანიშნავია, რომ იაპონიის მთავრობასთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, სამინისტროს გადმოეცა თანამედროვე ლაბორატორიული ინვენტარით აღჭურვილი ავტომანქანები, რომელთა საშუალებით სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურების თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ადგილზე მოახდინონ ფერმერთა საექსტენციო მომსახურება. მინისტრმა ინსტიტუციური რეფორმის საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოფლის განვითარების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების გაუმჯობესების მიზნით, გაგრძელდება ინსტიტუციური რეფორმის განხორციელება, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს შედეგზე ორიენტირებული მართვის ერთიანი მიდგომის დანერგვას სოფლის განვითარების ევროპული მმართველობის პრინციპების შესაბამისად და ხელს შეუწყობს ევროინტეგრაციის პროცესს. რეფორმის განხორციელების შედეგად, ფერმერებისთვის და აგრობიზნესში ჩართული მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომი გახდება მეტი მხარდაჭერის მექანიზმი, რომელიც ორიენტირებული იქნება დივერსიფიცირებაზე, ინკლუზიურობასა და ეფექტიანობაზე.
საათში 2.5 მილიარდი რუბლი - რუსეთის მიერ უკრაინასთან ომზე დახარჯულმა თანხებმა ახალ რეკორდს მიაღწია.
გონიოში ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
მიხეილ სააკაშვილი – ღარიბაშვილი ისევეა თავისი შექმნილი სისტემის მსხვერპლი, როგორც იაგოდა, ეჟოვი და ბერია
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: არსებობს შეთანხმება უკრაინა-აშშ-ევროპის ფორმატში ახალი შეხვედრის შესახებ
FT: ტრამპის წარმომადგენლებმა კიევში წინა საომარი მოლაპარაკების დოკუმენტების განახლებული ვერსიები ჩაიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)