06:27 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-14 15:48:27, 1081 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე ერევნის, აკრას და ტურინის ოფიციალურ დელეგაციებს შეხვდა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს შეხვედრები გამართა აკრას მერთან ელიზაბეტ ნაა კვატსოე ტავია საკისთან, ასევე,  ტურინისა და  ერევნის მერის მოადგილეებთან- როსანა პურჩიასთან და ლევონ ჰოვანისიანთან.  შეხვედრები წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის შემაჯამებელი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა ქალაქების მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების გზებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. დაიგეგმა ორმხრივი ვიზიტები.  

„მიხარია თქვენი სტუმრობა თბილისში. ვფიქრობ, ეს კარგი შესაძლებლობაა, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ, როგორც ქვეყნებს, ისე ქალაქებს შორის. მოხარული ვარ, რომ ესწრებით  თბილისში იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის პირველ შეხვედრას და დახურვის ცერემონიას. თბილისს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის  სტატუსის ტარება, სამწუხაროდ, რთულ პერიოდში მოუწია, მხედველობაში მაქვს პანდემია, თუმცა, საკმაოდ ღირსეულად ვატარეთ ეს სტატუსი და პროექტი წარმატებით განვახორციელეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ცნობით მიმდინარე კვირას თბილისში, წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის ბოლო, შემაჯამებელი ღონისძიებები იმართება. წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის პირველი შეხვედრის ფარგლებში, თბილისი მასპინძლობს ოფიციალურ სტუმრებს იუნესკოდან, გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციიდან, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობიდან და საერთაშორისო საბიბლიოთეკო ასოციაციიდან, ასევე, იმ ქალაქების მერებს და წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის წარმომადგენლებს, რომლებიც უკვე იყვნენ იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქები ან მომავალში იქნებიან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics