07:00 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-14 14:58:36, 900 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.

დელეგაციის შემადგენლობაში  შედიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - გურამ გურამიშვილი და  რომეო მიქაუტაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი  იოსებ ტყემალაძე, სს „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი დავით ფერაძე  და  „ნავთობისა და გაზის კორპორაციის" გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე

ქართული დელეგაცია, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით,  მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის ხელისუფლების პირველ პირებთან, მათ შორის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან. 

შეხვედრები ასევე დაგეგმილია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვთან; აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრ პარვიზ შაჰბაზოვთან; ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრ რაშად ნაბიევთან.

ბაქოში შეხვედრების დროს მხარეების მიერ განხილული იქნება ქვეყნებს შორის არსებული კავშირების გაღრმავებისა და კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა სექტორების კუთხით.

აზერბაიჯანი საქართველოს ტრადიციული სტრატეგიული ეკონომიკური და სავაჭრო პარტნიორია არაერთ სექტორის და დარგის მიმართულებით. 2022 წლის პირველი ორი თვის მონაცემებით, აზერბაიჯანი საქართველოს ნომერ მესამე სავაჭრო პარტნიორია. საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სავაჭრო ბრუნვამ 248.81 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 49%-ით მეტია გასული  წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამავე პერიოდში ექსპორტმა აზერბაიჯანში 92.34 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 39%-ით მეტია გასული წლის იგივე პერიოდზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics