2022-04-13 16:14:03, 1366 ნახვა
ეკონომიკა
იატაკის გათბობის უპირატესობები
იატაკის გათბობა, ანუ თბილი იატაკი, ყველაზე კომფორტული გათბობის სისტემაა. განვიხილოთ დეტალურად თუ რა სარგებლს მოგვიტანს გათბობის ეს სისტემა.
სახლს ათბობს თანაბრად
იატაკის გათბობის შემთხვევაში სითბოს თანაბარი განაწილება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. მაგალითად, რადიატორული სისტემა კონვექციის პრინციპით მუშაობს. იმისათვის, რომ რადიატორმა გასცეს სითბო, ჯერ თვითონ უნდა გათბეს საკმარისად, შემდეგ კი თბილი ჰაერის ნაკადი იწყებს ცირკულაციას ქვევიდან ზევით. ამ პროცესს გარკვეული დრო სჭირდება. კომფორტული სითბოც ყოველთვის რადიატორებთან სიახლოვეს უფრო მეტია, ვიდრე ოთახის ცენტრში. იატაკის გათბობის მუშაობის პრინციპი სითბოს რადიაციული გადაცემაა. ვინაიდან გათბობის მილები იატაკის ქვეშ მთელ პერიმეტრზეა განაწილებული, ოთახი თანაბრად თბება. გამთბარი ჰაერის ნაკადი იატაკიდან დაახლოებით ადამიანის სიმაღლეზე ამოდის და ნარჩუნდება.
არ იკავებს სივრცეებს
იატაკის გათბობის მონტაჟი საფარის ქვეშ ხდება. ოთახში მხოლოდ კედლის თერმოსტატის დამაგრება მოგიწევთ. მისი საშუალებით მართავთ ტემპერატურას. რადიატორების არ არსებობა, გაძლევთ თავისუფალ სივრცეს. შეგიძლიათ მოაწყოთ ნებისმიერი ტიპის ინტერიერი. არ შეიზღუდოთ თავი ავეჯის განთავსებაზე. სურვილისამებრ, თერმოსტატის განთავსება შეგიძლიათ ყოველ ოთახში. ეს დამატებითი კომფორტის საშუალებაა, დაარეგულიროთ ტემპერატურა კონკრეტულ სივრცეში.
უსაფრთხოა
იატაკის გათბობა უსაფრთხო სისტემაა. არსებობს მითი, რომ იატაკქვეშა მილების დაზიანება შესაძლებელია. ეს მოსაზრება რეალობას არ შეესაბამება. აღნიშნული გათბობის მილების გარანტია 50 წელია. ისინი შესაძლოა დაზიანდეს მხოლოდ იატაკის სპეციალურად, მექანიკურად დაზიანების შემთხვევაში.
იატაკის გათბობის სისტემის კიდევ ერთი უპირატესობა ეკონომიაა. სისტემაში წყლის მაქსიმალური ტემპერატურა 45⁰C არ აღემატება. მაშინ როცა რადიატორებში თბომატარებლის ტემპერატურა მერყეობს 60-80⁰C - მდე. აქედან გამომდინარე, ცენტრალური გათბობის ქვაბი ნაკლები დატვირთვით, უფრო ეფექტურად მუშაობს. რაც მომხმარებელს საწვავის ხარჯის 20-30%-იან ეკონომიას აძლევს.
თერმოინდუსტრია მაღალი ხარისხის იატაკის გათბობის სისტემებს გთავაზობთ. ევროპული წარმოების მილები, გათბობის ქვაბები და სხვა მაკომპლექტებელი მასალები უზრუნველჰყოფენ სისტემის გამართულ, უსაფრთხო მოშაობას. კომპანიის სპეციალისტები კი ახორციელებენ ზუსტ დაგეგმვას, ხარჯთაღრიცხვას და მონტაჟის სრულ მონიტორინგს.
თერმოინდუსტრიის პროდუქციას შეიძენთ გარანტიით და ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატებით.
ავტორი: R (რეკლამა),