|
2022-04-13 12:56:50, 1087 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ბაკურიანის შეკრებაზე - საინტერესოა, რატომ მოუნდათ ომის დროს შეკრების ჩატარება და რევოლუციური გეგმების დაჩქარება, ყოველთვის ვამბობდით, „ნაცმოძრაობა“ არის ომის პარტია
ომის პარტიას - "ნაცმოძრაობას" თავისი სატელიტებით დღეს ერთადერთი რამ უნდა - საქართველო გახდეს მეორე ფრონტი, რევოლუციური გეგმების დაჩქარების მცდელობაც სწორედ ამ განზრახვას უკავშირდება. მათ სურთ ომი საქართველოში, რევოლუციური გეგმებიც პირდაპირ კავშირშია ამ ძირითად განზრახვასთან. ჩვენ არავის მივცემთ არც რევოლუციური გეგმების განხორციელების, არც საქართველოს ომში ჩართვის საშუალებას, ამაზე ვართ პასუხისმგებელი, როგორც ხელისუფლება, მმართველი ძალა და ყველა შესაბამის განზრახვას გაეცემა სათანადო პასუხი - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბაკურიანში, ნაცმოძრაობის, მისი სატელიტი პარტიების შეკრების კომენტირებისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს პოლიტიკური ძალა თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია ქვეყანაში არეულობის შემოტანისკენ. მისივე თქმით, ბაკურიანის შეკრებაზე იმყოფებოდნენ მხოლოდ ნაცმოძრაობასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიები, ენჯეოები და მედიასაშუალებები. „თვითონ ფორმატია ძალიან საინტერესო, ყველასთვის გასაგებია, რა ნიშნით იყვნენ შერჩეული პოლიტიკური პარტიები. აქ იყვნენ მხოლოდ ის პარტიები წარმოდგენილი, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებული არიან ნაცმოძრაობასთან. ეს იყო თვითონ ნაცმოძრაობა, ევროპული საქართველო, სტრატეგია აღმაშენებელი, ზურა გირჩი ჯაფარიძე, ხოშტარიას პარტია და ლელო, ანუ ექვსი რადიკალური ოპოზიციური პარტია - ნაცმოძრაობა და მისი სატელიტები. ასევე საინტერესოა, რომ ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით იმაზე, რომ ეს ენჯეოები არიან ე.წ. ენჯეოები. იქ იყვნენ ამ ენჯეოების წარმომადგენლებიც და იმ მედიასაშუალებების წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ ეკუთვნის ნაცმოძრაობას. ეს არის პირდაპირი ლუსტრაცია, პირდაპირი გამჟღავნება იმისა, თუ რა შინაარსით არის დატვირთული მათი ერთობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ერთი დეტალი - ერთი შეხედვით რეგიონში არის ომის მდგომარეობა და ასეთ დროს ქვეყანაში არეულობის შემოტანის და რევოლუციის მოწყობისთვის არის ერთგვარი არასახარბიელო დრო, ასეთ დროს ხალხის მხარდაჭერის მოპოვებაც უფრო რთულია რადიკალური ძალებისთვის. საინტერესოა, რატომ ომის დროს, სწორედ რომ ომის დროს მოუნდათ ამ შეკრების ჩატარება და რევოლუციური გეგმების დაჩქარება. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ახლაც ვიმეორებთ, რომ ეს არის ომის პარტია და ამ პოლიტიკურ პარტიას - ნაცმოძრაობას თავისი სატელიტებით უნდა ერთადერთი რამ დღეს - საქართველო გახდეს მეორე ფრონტი, რევოლუციური გეგმების დაჩქარების მცდელობაც სწორედ ამ განზრახვას უკავშირდება. მათ სურთ ომი საქართველოში და ეს რევოლუციური გეგმებიც არის პირდაპირ კავშირში ამ ძირითად განზრახვასთან. ჩვენ არავის მივცემთ არც რევოლუციური გეგმების განხორციელების, არც საქართველოს ომში ჩართვის საშუალებას. ამაზე ვართ პასუხისმგებელი, როგორც ხელისუფლება, მმართველი ძალა და ყველა შესაბამის განზრახვას გაეცემა სათანადო პასუხი“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)