05:08 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-13 10:59:55, 1028 ნახვა

ეკონომიკა
ვენახების შესახებ საკადასტრო მონაცემების განახლება მუდმივად მიმდინარეობს

კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, ამბროლაურისა და კახეთის რვა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრებში ვენახების საკადასტრო ინფორმაციის განახლების სამუშაოებს რეგულარულად ახორციელებენ.

სააგენტოს ცნობით, ვენახების კადასტრის პროგრამა კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში 2021 წელს დასრულდა. ამ ეტაპზე, ვენახთან დაკავშირებული ცვლილებების, როგორებიცაა  ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება, გაჩუქება, გაშენება ან ამოძირკვა, შესახებ ინფორმაციის განახლება მიმდინარეობს.

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ვენახების კადასტრის პროგრამა 2014 წელს დაიწყო. შედეგად, კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში შეკრებილია ინფორმაცია 42 966 ჰა ვენახის, 35 336 მევენახის და 113 093 ნაკვეთის შესახებ. მოქმედი რეგულაციით, საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს.

საქართველოს ვენახების ეროვნული კადასტრის შექმნა უზრუნველყოფს რთველის პროცესის გამარტივებას და გამჭვირვალედ ჩატარებას.  ვენახების კადასტრი იქმნება თითოეული ვენახის ნაკვეთის იდენტიფიკაციის და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის (ვენახში არსებულ ვაზის ჯიშებს, დარგვის თარიღს, ვენახის მდგომარეობას და ა.შ.) შეგროვებით.

2022 წელს, ვენახების კადასტრის პროგრამა  ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში განხორციელდება და უახლოეს მომავალში საქართველოს მევენახეობის ყველა რეგიონს მოიცავს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics