14:59 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-04 16:38:19, 581 ნახვა

კომენტარი
ია მეტრეველი: ამ ეტაპზე სასამართლოს გადაწყვეტილებით ძალიან კმაყოფილი ვარ

ამ ეტაპზე სასამართლოს გადაწყვეტილებით ძალიან კამყოფილი ვარ,-ასე შეაფასა ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა ზურა ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის შეფარდება.
თუმცა, მეტრეველის თქმით, ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეში  კიდევ ბევრი ადამიანია გარეული,  რომელიც მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად  უნდა წარსდგეს.
"ამ ეტაპზე ძალიან კმაყოფილი ვარ იმიტომ, რომ სამართლიანი გაწყვეტილებაა. სხვებიც გამოიკვეთებიან ალბათ გამოძიების პერიოდში. ბატონ იურას აქვს ჩატარებული გამოძიება და იქ აქვს ძალიან ვრცელი სია და იქამდეც უნდა მივიდნენ. ყველა ის პიროვნებები უნდა იყვნენ შესწავლილი, რომლებიც იურას აქვს დასახელებული",-განაცხადა ია მეტრეველმა.
ცნობისთვის, მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა  დაკავებულ 11-ვე პირს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა რამდენიმე წუთის წინ  შეუფარდა. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში მყოფთა ნაწილი შეძახილებით "სამართალმა პური ჭამა" შეხვდა. შეგახსენებთ, პროკურატურის მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით დაკავებულია:  შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა; შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე; შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე; შსს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი გულბიანი; სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები: იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე. ხოლო ერთი პირდ - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელ გრიგოლ კვინიკაძეს, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს საზღვარი, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. გამოძიების ინფორმაციით, 2006 წლის 02 მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს  ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლულ იქნენ შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  დირექტორის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავას ხელმძღვანელობით მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას, რომელსაც ყალბად ყაჩაღობის მომზადების აღსაკვეთად ჩატარებული წარმატებული სპეცოპერაცია უწოდეს.  უწყების ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს ირაკლი ფირცხალავას  ალექსანდრე ხუბულოვის მიმართ პირადი დაინტერესება ჰქონდა, რომელიც  2006 წლის 07 აპრილს, სოდის თანამშრომლების მიერ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ირაკლი ფირცხალავას ძმის ლევან ფირცხალავას დაკავებას ეხებოდა. პროკურატურის ინფორმაციით, ლევან ფირცხალავას მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავებს, ალექსანდრე ხუბულოვმა მიაწოდა და ირაკლი ფირცხალავამ  ლიკვიდაციის გზით,  მისი ძმის დაკავების საქმეში მთავარ ფიგურანტ ალექსანდრე ხუბულოვზე შური იძია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
ქარტია მოუწოდებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, არ იქცეს ცენზორად!
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორი: ოცნების რეაქცია განსაკუთრებით მტრულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics