2022-04-11 09:43:57, 1045 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი დღეს გადაეცემა
სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარს 11 აპრილს გადასცემს. ამის შესახებ ის “ტვიტერზე” წერს.
„ევროკომისიის პრეზიდენტმა, ფონ დერ ლაიენმა კითხვარი უკრაინას გუშინ გადასცა, მე კი ორშაბათს გადავცემ საქართველოსა და მოლდოვას. პასუხი დაეხმარება ევროკომისიას, რომ მოამზადოს მოსაზრებები სამი ქვეყნის მიერ ევროკავშირში გაკეთებული განცხადებების შესახებ, როგორც ამას ითხოვს ევროკავშირის საბჭო”, – წერს ოლივერ ვარჰეი “ტვიტერზე”.
ავტორი: ექსპრესნიუსი,