07:54 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-09 14:18:45, 1634 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: ბრძოლა ყოველთვის ღირს, თუ ის ღირსეულია - ნებისმიერი ბზარი ჩვენსა და უკრაინას შორის ახარებს მხოლოდ ერთს, რუსეთს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

პრეზიდენტმა 9 აპრილის მაგალითი უკრაინის ომთან გააიგივა და აღნიშნა, რომ ყოველი ბრძოლა ყოველთვის ღრს, თუ ის არის ღირსეული და თუ ის თავისუფლებისკენაა მიმართული.

ამასთანავე, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი ბზარი საქართველოსა და უკრაინას შორის ახარებს მხოლოდ და მხოლოდ ერთს - რუსეთს. 

„დღეს აქ მოტანილი ტიტები არის არა მხოლოდ 9 აპრილის დაღუპული გმირებისთვის, ეს ყვავილები ასევე ამკობს იმ გმირებს ქართველებს, თუ უკრაინელებს, რომლებიც დღეს იბრძვიან იგივე იდეებისთვის, იგივე თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის. ჩვენი მაგალითია ის, რომ 9 აპრილს მოჰყვა 1991 წლის 9 აპრილი, ეს არის გამარჯვების მაგალითი, ეს არის იმედი, რომ ყოველი ბრძოლა ყოველთვის ღირს, თუ ის არის ღირსეული, თუ ის არის თავისუფლებისთვის და ეს არასდროს უნდა დაგვავიწყდეს და უნდა ვიდგეთ ჩვენი უკრაინელი ძმების გვერდით.

ნებისმიერი ბზარი ჩვენსა და უკრაინას შორის მხოლოდ და მხოლოდ ერთს ახეირებს და ეს არის რუსეთი, ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ და არ დაგვავიწყდეს. ვიყოთ სოლიდარული, ვიყოთ ჩვენი წარსულის და ტრადიციების ღირსი, ამ ადამიანების ღირსი, ვინც აქ, 1989 წელს იდგა და არ დაჩოქილა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics