08:10 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-08 22:18:20, 1286 ნახვა

პოლიტიკა
ლიეტუვის სეიმი - ვგმობთ ოცნების ლიდერების განცხადებებს, რომლებიც ძირს უთხრის უკრაინის ხელმძღვანელობას

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 6 აპრილს საქართველოსთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ კომიტეტი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, გმობს 2008 წელს საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრების გზაზე საჭირო გადაწყვეტილებების ვერმიღების ფაქტს.

მიმართვაში წერია, რომ რუსეთის მიზანი ევროპის უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრა და ევროპის განადგურებაა. ასევე იმ ქვეყნების განადგურება, რომლებიც ალიანსის წევრობისთვის იღწვიან.

ამავე განცხადებაში კომიტეტი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ საქართველოს ინტეგრაციაში ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების პროცესს.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაცია, მედიაზე თავდასხმა და პოლიტიკური ოპონენტების პატიმრობა რუსეთის გავლენის გაძლიერებას უწყობს ხელს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ შემაშფოთებელია საქართველოს მთავრობის საჯარო განცხადებები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე.

ამავე განცხადებაში კომიტეტი გმობს „ქართველი პოლიტიკოსებისა და მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებს, რომლებიც ძირს უთხრის უკრაინის ხელმძღვანელობას და უკრაინის გმირულ ბრძოლას ევროპული თავისუფლებებისა და ღირებულებებისთვის; აფასებს ქართველი ხალხის სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უკრაინის მიმართ და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და „ქართულ ოცნებას“, როგორც მმართველ პოლიტიკურ პარტიას, გამოხატონ სრული მხარდაჭერა უკრაინის მთავრობისადმი“

ლიეტუვას სეიმის საგარეო კომიტეტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ხელი შეუწყოს ციხეში მყოფი და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროპულ სახელმწიფოში გადაუდებელი მკურნალობისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics