08:10 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-08 00:05:38, 1446 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე უკრაინის დაზვერვაზე - ეს იყო Fake და Fake-ს დიდოსტატები ვინ არიან, კარგად ვიცით

ჩვენ გვქონდა მყისიერი რეაქცია იმ განცხადებაზე, რომელიც გაკეთდა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და რეაქცია იყო ძალიან მარტივი - მოვითხოვეთ მტკიცებულებებისა და წყაროს წარმოდგენა, თუმცა არც ერთი და არც მეორე არ გაუკეთებიათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით ამას ჰქონდა მარტივი მიზეზი და ეს მიზეზი ისაა, რომ ეს განცხადება ჰაერიდან არის მოტანილი.

„ეს იყო აბსოლუტურად პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება, რომელიც შეიძლება იყო გათვლილი აქაურ რადიკალურ ოპოზიციასთან კორდინაციისთვის და გათვლილი იყო მარტივ რამეზე, რომ შეიძლება რაღაც მინი აფეთქება მოყოლოდა ამ განცხადებას საზოგადოებაში. თუმცა საზოგადოება ხედავს ყველაფერს და აფასებს, რა ხდება სინამდვილეში. სინამდვილეში არაფერი ხდება. ჩვეულებრივად კონტროლირდება ყველა ტვირთი, რაც გადის და შემოდის ქვეყანაში. ის, რომ ამდენი დღის განმავლობაში ჩვენ ვერ მივიღეთ ვერანაირი ინფორმაცია უკრაინული მხრიდან, თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ის არაფერს არ ეფუძნებოდა და თავიდან ბოლომდე იყო ე.წ. ფეიკი და ფეიკის დიდოსტატები ვინ არიან, კარგად ვიცით - ესენი არიან ოპოზიციონერები, რომლებიც იქ სამწუხაროდ დღესაც ხელისუფლებაში არიან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics