|
2022-04-07 17:58:08, 1644 ნახვა
ეკონომიკა
SOLO მომხმარებლებს მობილ ბანკში ახალ პერსონიზირებულ ფუნქციონალს „Lifestyle Chooser“-ს სთავაზობს
SOLO მომხმარებლების საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული სიახლეების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად, იმისათვის რომ კიდევ უფრო მეტად პერსონიზირებული შეთავაზებები გავუკეთოთ SOLO-ებს, მობილბანკს ახალი ინოვაციური ფუნქციონალი - “Lifestyle Chooser”-ი დაემატა. მისი დახმარებით, მომხმარებელი ერთ სივრცეში შეძლებს მისთვის ყველაზე რელევანტური, ყველა Lifestyle (არასაბანკო) შეთავაზების ნახვას. Lifestyle Chooser-ი ორი საფეხურისგან შედგება: მომხმარებელი საკუთარი ინტერესის მიხედვით ავსებს მარტივ კითხვარს, რომელიც მოიცავს 8 კატეგორიასა და 50-მდე ქვეკატეგორიას. რის შედეგადაც, მობილბანკში, შეთავაზებების გვერდზე იღებს კონკრეტულად მასზე მორგებულ, ყველაზე რელევანტურ შეთავაზებებს. SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ყოველთვიურად 300-მდე სხვადასხვა მიმართულების შეთავაზებით ისარგებლონ და SOLO-ს პარტნიორი კომპანიებისგან ექსკლუზიური ბენეფიტები მიიღონ. ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია Android-ისა და iOS მომხმარებლებისთვის: https://mbank.bog.ge/8dSN “Lifestyle Chooser”-ისთვის 8 მთავარი კატეგორიის შესაბამისი გემოსა და არომატის მიხედვით შოკოლადების კონცეფციაც შეიქმნა, რომელზეც სააგენტო JWT მეტრომ იმუშავა. აღნიშნული კატეგორიებია: გართობა და კულტურა; სპორტი და ჯანმრთელობა; შოპინგი და მოდა; დასვენება და მოგზაურობა; სახლი და ოჯახი; განათლება; ავტომობილები და გასტრონომია. ვიდეოს სანახავად, ეწვიეთ https://bit.ly/3ukeNv0 „იმისათვის, რომ მომხმარებლების გამოცდილება კიდევ უფრო პერსონიფიცირებული და მათ ცხოვრების სტილზე მორგებული გაგვეხადა, მობილბანკში ახალი ფუნქციონალი - Lifestyle Chooser ჩავაშენეთ. აღნიშნული ფუნქციონალის უკან მანქანური დასწავლის ალგორითმები დგას, რომელიც მომხმარებელს მისი ავთენტური სურვილების შესაბამისი, პერსონიფიცირებული შეთავაზებებით უზრუნველყოფს. Lifestyle chooser-ი 8 მთავარი კატეგორიისგან შედგება, რომელიც ჩვენი მომხმარებლების თითქმის ყველა ინტერესის სფეროს აერთიანებს. დარწმუნებული ვართ, Lifestyle Chooser-ი მომხმარებელს მისთვის კიდევ უფრო მეტი საინტერესო სიახლის აღმოჩენაში დაეხმარება“, - აცხადებს ეთერ ირემაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე: აღნიშნულ საკითხს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
კახა კალაძე - დიფ სთეითი ცდილობს ბინძური ხერხებით დაამარცხოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიები
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: არსებობს შეთანხმება უკრაინა-აშშ-ევროპის ფორმატში ახალი შეხვედრის შესახებ
FT: ტრამპის წარმომადგენლებმა კიევში წინა საომარი მოლაპარაკების დოკუმენტების განახლებული ვერსიები ჩაიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)