08:49 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-05 20:28:26, 747 ნახვა

პოლიტიკა
გაეროში გამოსვლისას ზელენსკიმ რუსეთი ტერორისტულ დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოს შეადარა

უკრაინის პრეზიდენტმაგაეროს უშიშროების საბჭოს წვრებს ჰკითხა, თუ რით განსხვავდება ის, რაც ხდება უკრაინაში იმისგან, რაც გააკეთა რუსეთში და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში  ტერორისტულმა ორგანიზაცია "ისლამურმა სახელმწიფომ". „გარდა იმისა, რომ ამას აკეთებს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან რუსეთი დაადანაშაულა საზღვრების ნგრევაში, განზრახ ომებში და ეროვნულ სიძულვილში. და მან თქვა, რომ მოსკოვი "ნაციონალურ დონეზე მხარს უჭერს სიძულვილს თავისი პროპაგანდისა და პოლიტიკური კორუფციის სისტემის დახმარებით".

ზელენსკის თქმით, გაერომ ვერ შეასრულა თავისი მთავარი ფუნქცია.

"სად არის უსაფრთხოება, რომლის გარანტიაც უშიშროების საბჭომ უნდა უზრუნველყოს? ის არ არსებობს, თუმცა უშიშროების საბჭო არსებობს, თითქოს არაფერი მომხდარა. მაშ, სად არის მშვიდობა, რომლის გარანტიაც გაერომ შეიქმნა? აშკარაა, რომ მშვიდობის საკვანძო ინსტიტუტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ნებისმიერი აგრესორის მშვიდობისკენ იძულება, უბრალოდ ვერ მუშაობს ეფექტურად. ახლა მსოფლიომ დაინახა, რა გააკეთეს რუსმა სამხედროებმა ბუჩაში, როცა ჩვენს ქალაქს ოკუპაციაში ატარებდნენ. მაგრამ მსოფლიომ ჯერ კიდევ ვერ დაინახა, რა გააკეთეს მათ სხვა ოკუპირებულ ქალაქებში, ჩვენი ქვეყნის სხვა ოკუპირებულ რაიონებში. გეოგრაფია შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ სისასტიკე იგივეა. დანაშაულები იგივეა. და პასუხისმგებლობა გარდაუვალი უნდა იყოს." განაცხადა ზელნსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics