|
2022-04-04 14:20:54, 817 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - მოსახლეობამ „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ გამოუცხადა ძლიერი მხარდაჭერა, რაც ადასტურებს, რომ საზოგადოება მხარს უჭერს, აფასებს ხელისუფლების კურსს
ძლიერი მხარდაჭერა, რომელიც მოსახლეობამ „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებში კიდევ ერთხელ გამოუცხადა, ადასტურებს, რომ საზოგადოება მხარს უჭერს და აფასებს ხელისუფლების კურსს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძემ არჩევნებში მმართველი პარტიისადმი გამოცხადებული ნდობისთვის ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა. "როგორც მოგეხსენებათ, შაბათს შედგა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები ქალაქ რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ისტორიულ სოფლებში და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები ქალაქ ბათუმში. რუსთავსა და გარდაბანში, დაბალი კონკურენციის მიუხედავად, დაფიქსირდა მაღალი აქტივობა, რისთვისაც ამომრჩეველს მადლობას ვუხდით. ჩვენმა კანდიდატმა, ირაკლი შატაკიშვილმა მიიღო 34 ათასზე მეტი ხმა, ამომრჩეველთა ხმების 90,1 პროცენტი. ირაკლი შატაკიშვილს ვულოცავთ დამაჯერებელ გამარჯვებას. ირაკლი არის მაღალკვალიფიციური იურისტი, ნამდვილი პროფესიონალი და მოხარული ვართ, რომ ის მნიშვნელოვნად გააძლიერებს საპარლამენტო უმრავლესობას. როგორც მოგეხსენებათ, ბათუმის არჩევნებში მონაწილეობდა ორი კანდიდატი - ჩვენი კანდიდატი, რამაზ ჯინჭარაძე და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი. ჩვენმა კანდიდატმა მიიღო ამომრჩეველთა ხმების 69 პროცენტი და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მადლობას ვუხდით ბათუმელ ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის, ბატონ რამაზს კი ბათუმის საკრებულოში წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებთ. შეგახსენებთ, რომ ბათუმის არჩევნებში გამარჯვებით, „ქართულმა ოცნებამ" მიიღო მანდატების უმრავლესობა ბათუმის საკრებულოში, რაც იყო აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები შეფერხების გარეშე იქნეს მიღებული. მოგეხსენებათ, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ჩვენმა პარტიამ უმრავლესობა ვერ მიიღო 64-დან 8 საკრებულოში. აღნიშნული 8 საკრებულოდან 3 საკრებულოში ჩვენ უკვე შევძელით უმრავლესობის ფორმირება. დამატებით, მინიმუმ კიდევ ერთ საკრებულოში ახლო მომავალში შევძლებთ უმრავლესობის ჩამოყალიბებას. შესაბამისად, მინიმუმამდე შემცირდება ნაციონალური მოძრაობისა და მისი პარტნიორი პარტიის რესურსი, თუნდაც მინიმალური შეფერხება შეუქმნან მუნიციპალიტეტების საქმიანობას და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისას. ძლიერი მხარდაჭერა, რომელიც მოსახლეობამ „ქართულ ოცნებას" ამ არჩევნებში კიდევ ერთხელ გამოუცხადა, ადასტურებს, რომ საზოგადოება მხარს უჭერს და აფასებს ხელისუფლების კურსს და გადაწყვეტილებებს, რომლებიც, მათ შორის, რეგიონში მიმდინარე უმძიმეს პროცესებს უკავშირდება. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გამოუცხადა უნდობლობა „ომის პარტიას" და მის განზრახვას, პროვოკაციების გზით, საქართველო სამხედო კონფლიქტში ჩაითრიონ. ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში სიცრუე, სიყალბე, ღალატი, „ომის პარტია", მეხუთე კოლონა ვერასოდეს გაიმარჯვებს და ყოველთვის მძიმედ დამარცხდება. „ქართული ოცნების" ხელმძღვანელობით, საქართველო განაგრძობს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას. კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მადლობას ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ რუსთაველების, გარდაბნელების, ბათუმელებისა და მთლიანად, ქართული საზოგადოების მიერ არაერთგზის გამოცხადებული და დადასტურებული ნდობა გავამართლოთ." - განაცხადა კობახიძემ.
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)