09:37 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-03 11:27:43, 601 ნახვა

პოლიტიკა
შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია - რუსთავსა და ბათუმში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პარლამენტისა დაბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.

ბათუმში დათვლილია 14-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები, საიდანაც ხმების 69%  „ქართული ოცნების“ კანდიდატს, რამაზჯინჭარაძეს ეკუთვნის. მეორე ადგილზე კი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 30.98%. 

რაც შეეხება რუსთავს, დათვლილია 121-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები და  „ქართული ოცნების“ წევრი 90.61%-ითლიდერობს.

"უნდა აღინიშნოს, რომ კენჭისყრის დღე წარიმართა კანონმდებლობის შესაბამისად. ამომრჩევლებს შესაძლებლობაჰქონდათ საკუთარი არჩევანი გაეკეთებინათ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში. საარჩევნო მოხელეებიუბნებზე მაღალპროფესიულ დონეზე ემსახურებოდნენ ამომრჩევლებს. სრულად იყო უზრუნველყოფილი დამკვირვებლებისადა მედიის მუშაობის თავისუფლება კანონმდებლობის შესაბამისად.  

ამასთან, ნებისმიერ არჩევნებს, განსაკუთრებით როდესაც საუბარია ტექნოლოგიურ სიახლეებზე, ყოველთვის ახლავსგარკვეული ხარვეზები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი შემთხვევები იყო უმნიშვნელო და შედეგებზე გავლენა არმოუხდენია. არის საჩივრებიც, რომელთა განხილვაც დროულად, კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურებითმოხდება შესაბამისი საარჩევნო კომისიების მიერ. 

შევჩერდები ტექნოლოგიურ სიახლეებზე. როგორც მოგეხსენებათ ბათუმში კენჭისყრის პროცესი გაიმართა საპილოტერეჟიმში, ვერიფიკაციისა და ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. საარჩევნოადმინისტრაცია დეტალურად შეისწავლის პროცესის ყველა დადებით და უარყოფით მხარეს და შედეგებს აუცილებლადგააცნობს საზოგადოებას. თუმცა ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ხმის მიცემისა და დათვლის პროცესი ელექტრონული 

ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდა წარმატებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ახალმა ტექნოლოგიებმამოწონება დაიმსახურა ამომრჩევლების მხრიდან. ის მცირე ხარვეზები კი, რაც მაგალითისთვის მოყვა ამ სიახლეებისგამოყენებას, ჩვენი მხრიდან თავიდანვე იყო გათვალისწინებული და შესაბამისად, ხელი არ შეუშლია ხმის მიცემისპროცესის 

მსვლელობისათვის. საარჩევნო ადმინისტრაციისთვისაც ეს იყო უდიდესი გამოცდილება და რა თქმა უნდა ჩვენ კვლავგავაგრძელებთ ელექტრონული საშუალებების დანერგვის შესაძლებლობების შესწავლას. ეს არის პროცესი, რომელსაცშეუძლია ეტაპობრივად მიგვიყვანოს ტექნოლოგიური საშუალებების ფართომასშტაბიანი გამოყენების შესახებ გარკვეულსაკანონმდებლო გადაწყვეტამდე. 

სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გახდა შესაძლებელი, რომ  ბათუმში შუალედური არჩევნებისწინასწარი მონაცემები საზოგადოებას კენჭისყრის დასრულებიდან ერთ საათში გავაცანით, რაც ძალიან მნიშვნელოვანიასაზოგადოებისათვისაც და ნებისმიერი ჩართული მხარისთვისაც.

ახლა კი გაგაცნობთ არჩევნების წინასწარ შედეგებს: 

ბათუმში დათვლილია ყველა, 14-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები.
№5 მათე ფუტკარაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” -  3 244 ხმა -  30.98%;
№41 რამაზ ჯინჭარაძე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 7 225 ხმა - 69.01%;

რუსთავსა და გარდაბანში დათვლილია ყველა, 121-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები.
№34 მამუკა ტუსკაძე „მამუკა ტუსკაძე - სოციალური სამართლიანობისათვის“ – 2 634 ხმა- 6.95%;
№41 ირაკლი შატაკიშვილი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 34 333 ხმა, 90.61%;
№59 კამალ მურადხანოვი „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 923 ხმა, 2.43%.” - განაცხადა გიორგიკალანდარიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
NYT: ტრამპის ადმინისტრაციამ შეიმუშავა გეგმა მომავალ კვირას ირანზე დარტყმების განახლების შესახებ
პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას დნესტრისპირეთის მაცხოვრებლებისთვის პასპორტების დარიგების შესახებ
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics