10:31 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-31 14:00:19, 607 ნახვა

პოლიტიკა
ანატოლი ბიბილოვის განცხადების შემდეგ, ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთთან შეერთების შესაძლებლობა გამორიცხა

თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების განცხადებას რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ცხინვალი აღნიშნულ საკითხს წინ აყენებს.

„რეფერენდუმი არაერთხელ ჩატარდა, ეს არის მათი ისტორიული ბედი, ალბათ ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანება, ეროვნული ოცნებაა და ამიტომ ამაში გასაკვირი არაფერია. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მხარს ვუჭერთ მოძმე სამხრეთ ოსეთის ასეთ მისწრაფებებს", - განუცხადა სერგეი შამბამ TASS-ს.

რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხს, მან აღნიშნა, რომ აფხაზეთის არც პოლიტიკურ წრეებში და არც საზოგადოებაში მსგავსი განწყობები არ არსებობს. 

„პირველ რიგში, ჩვენი კონსტიტუცია, კანონმდებლობა არ იძლევა და არ არსებობს ასეთი განწყობები შეერთების შესახებ. ჩვენ მძიმე ფასი გადავიხადეთ დამოუკიდებლობისთვის, ეს არის ჩვენი ხალხის რამდენიმე თაობის ხანგრძლივი ბრძოლის შედეგი, ამიტომ ეს საკითხი ჩვენს წრეებში არ განიხილება - პოლიტიკურ და საზოგადოებრივად. მე არ ვიცი აფხაზეთში ასეთი პოლიტიკური ძალა, პარტიები თუ სოციალური მოძრაობები, რომლებიც განიხილავდნენ დამოუკიდებლობის უარყოფას. ასეთი პოლიტიკური ძალები არ არსებობენ", - განაცხადა სერგეი შამბამ. 

ცნობისთვის, გუშინ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მარიონეტმა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ სამხეთ ოსეთი უახლოეს მომავალში რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევიდოდა. აღნიშნული განცხადება მას მანამდეც არაერთხელ გაუკეთებია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბელგოროდზე დრონებით თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიჭრა
FIFA-ს გადაწყვეტილებას ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში შოუ გამოიყენოს, გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ
NYT: ტრამპის ადმინისტრაციამ შეიმუშავა გეგმა მომავალ კვირას ირანზე დარტყმების განახლების შესახებ
პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას დნესტრისპირეთის მაცხოვრებლებისთვის პასპორტების დარიგების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics