06:55 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-30 17:05:12, 682 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროსა და მსოფლიო ბანკს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების შესახებ

დღეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა, ხელი მოაწერეს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის შეთანხმებას კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტისთვის  97.7 მლნ ევროს ოდენობის დაფინანსების გამოყოფის თაობაზე.

პროექტი ითვალისწინებს კახეთის რეგიონში საგზაო სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესებას თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთის გასწვრივ. პროექტის ფარგლებში აშენდება 17 კმ სიგრძის ოთხი საავტომობილო ზოლის მქონე გზის მონაკვეთი საგარეჯოდან ბადიაურამდე (ლოტი 3) თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის დერეფნის ფარგლებში, მათ შორის გზების საავტომობილო კვანძი, ხიდების (ავტომაგისტრალის და მიწისზედა ხიდების), მიწისქვეშა გადასასვლელების და გზის კიდის მშენებლობის ჩათვლით.

პროექტი დააჩქარებს კახეთის რეგიონის განვითარებას, ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო, ტურიზმის პოტენციალის გაზრდას. მისი განხორციელების შედეგად, შესაძლებელი იქნება  შედარებით უფრო ხანმოკლე და უსაფრთხო მგზავრობა დედაქალაქამდე და ქვეყნის სხვა რეგიონებამდე.

პროექტს განახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics