08:09 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-30 10:53:36, 713 ნახვა

ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტო - პოლონეთში ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს

პოლონეთში ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2022 წელს, პოლონეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას „People PR" წარუძღვება.

„People PR" 2009 წლიდან ოპერირებს და პოლონეთის ღვინის ბაზრის ტენდენციებზე დაყრდნობით, მასშტაბური პიარკამპანიების განხორციელების დიდი გამოცდილება აქვს.

კომპანიასთან „People PR" თანამშრომლობის მიზანი პოლონეთის ბაზარზე ქართულ ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გაზრდის ხელშეწყობაა.

2022 წელს,  ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები პოლონეთში ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაიმართება; განხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები; ქართულ ღვინოსთან ერთად, წარმოჩენილი იქნება ქართული ღვინის კულტურა, ისტორია, ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება, ქართული სამზარეულო და კულინარია.

პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი.

2021 წელს, პოლონეთში ქართული ღვინის ექსპორტმა 7 მილიონ ბოთლს გადააჭარბა, ზრდამ, 2020 წელთან შედარებით, 34%-ს მიაღწია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics