|
2022-03-30 10:51:11, 493 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „ბებნისი აგრო“ სამაცივრე მეურნეობას ავითარებს
„საქართველოს ბანკი“ აგროსექტორის ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად „საქართველოს ბანკის“ მიერ გამოყოფილი 1 500 000 ლარის მოცულობის ინვესტიციით, „ბებნისი აგრო“ ქარელში სამაცივრე მეურნეობას ავითარებს. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, „ბებნისი აგრო“ ვაშლის, მსხლისა და ქლიავის ბაღებს აერთიანებს. მოსავლის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე, მსხვილი სუპერმარკეტების ქსელებში ხორციელდება. მოსავლის ნაწილი კი, ექსპორტზე გადის. პროექტის ჯამური ღირებულება 2 000 000 ლარს უტოლდება. „ბებნისი აგროს“ დირექტორის, ელისო კავტიევსკაიას თქმით, „საქართველოს ბანკის” მიერ გამოყოფილი ინვესტიცია ირიგაციული სისტემის მოსაწყობად, სეტყვის საწინააღმდეგო ბადის, ხის გასამაგრებელი ძელაკების და ნერგების შესაძენად მიმართეს. „ამჟამად მომხმარებელს 4 პრემიუმ ჯიშის ვაშლს ვთავაზობთ. ნერგები 1887 წელს დაარსებულ იტალიურ სანერგე Vivai Fratelli Zanzi -ში შევიძინეთ. თითოეული მათგანი მაღალი პროფესიონალიზმის მქონე იტალიელი აგრონომის მიერაა გამოყვანილი, რაც ჩვენი მებაღეებისთვის მაღალ მოსავლიანობას უზრუნველყოფს. ქარელში არსებული კლიმატური პირობები ახლოსაა იტალიის იმ რეგიონის კლიმატთან, საიდანაც ჩვენი ნერგები მოდის. ნიადაგი კი უფრო ნოყიერია, ვიდრე იტალიაში, რაც პრაქტიკულად სასუქის გამოყენებას გამორიცხავს. ყველაფერი ეს იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ნაყოფი დროულად მომწიფდეს, იყოს ვიტამინებით მდიდარი და ეკოლოგიურად სუფთა. სამომავლოდ, ვგეგმავთ კიდევ უფრო გავზარდოთ წარმოება და ახალი ბაზრები ავითვისოთ ”, - განაცხადა ელისო კავტიევსკაიამ. „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა „ბებნისი აგროს“ გუნდს საქმიანობაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას კვლავ გააგრძელებს. „მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, წვლილი შევიტანოთ კიდევ ერთი აგრომიმართულების პროექტის განვითარებაში. „ბებნისი აგრო“ საქმიანობაში, რეგიონის მასშტაბით მოწინავე და თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს. ქარელში არსებული უხვი ნოყიერი ნიადაგი კი საერთაშორისო ეკო-სტანდარტების მდიდარ მოსავალს უზრუნველყოფს. თანამშრომლობის ფარგლებში, მეურნეობა შეძლებს, სამაცივრე საშუალებებით რეალიზაცია კიდევ უფრო გაზარდოს და საქმიანობა გააფართოვოს. გვინდა გუნდს დასახული მიზნების მიღწევაში წარმატება ვუსურვოთ. ჩვენ არ ვჩერდებით და ბიზნესის მხარდაჭერას ვაგრძელებთ“, - განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა.
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე: აღნიშნულ საკითხს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
კახა კალაძე - დიფ სთეითი ცდილობს ბინძური ხერხებით დაამარცხოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიები
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: არსებობს შეთანხმება უკრაინა-აშშ-ევროპის ფორმატში ახალი შეხვედრის შესახებ
FT: ტრამპის წარმომადგენლებმა კიევში წინა საომარი მოლაპარაკების დოკუმენტების განახლებული ვერსიები ჩაიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)