05:05 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-29 13:49:46, 653 ნახვა

პოლიტიკა
რომან გოცირიძე: ღარიბაშვილი იტყვის, „ოცნების“ უკან „ნაცმოძრაობა“ დგასო - თუ მსოფლიოს ვმართავთ, გაიწიეთ და გვამართინეთ ქვეყანა

ღარიბაშვილი ახლა იტყვის, „ქართული ოცნების“ უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგასო და მთელი მათი ათწლიანი დანაშაული და წარუმატებელი საქმიანობა, ალბათ გადმობრალდება „ნაცმოძრაობას“ , - ამის შესახებ „ნაცმოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რომან გოცირიძის თმით, „ქართული ოცნების“ ყველა განცხადება შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს მოქალაქეებს, რადგან მათ ადამიანები მიაჩნიათ ბრიყვებად და ცხვრის ფარად და საკუთარი განცხადებებით, ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა.

„ქართული ოცნების“ ყველა განცხადება შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს მოქალაქეებს, ადამიანები მიაჩნიათ ბრიყვებად და ცხვრის ფარად, როდესაც თავისი სულელური განცხადებებით უნდათ მათი შეცდომაში შეყვანა, მაგრამ არავინ ტყუვდება და ძალიან ცდებით, თუ ხალხზე გაქვთ მსგავსი წარმოდგენა. გუშინ მორიგი სისულელე განაცხადა მთავრობის ხელმძღვანელმა, თურმე საწვავის გაძვირების საწინააღმდეგო აქციების უკან დგას „ნაციონალური მოძრაობა“ - წარმოგიდგენიათ, ადამიანები გამოვიდნენ ქუჩაში, გააპროტესტეს ის რაც ხდება და თურმე „ნაციონალური მოძრაობაა“ მათ უკან. მართლა შოკში აღმოჩნდებიან ეს დეპუტატები, როცა გაიგებენ, რომ იცით, რა „ქართული ოცნების“ უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას  - ამას იტყვის ახლა ღარიბაშვილი, მთელი ეს ათწლიანი დანაშაული და წარუმატებელი საქმიანობა ალბათ გადაბრალდება „ნაციონალურ მოძრაობას“, თურმე ჩვენ ვმართავთ მსოფლიოს, უკრაინას ვმართავთ, აშშ-ის კონგრესს ვმართავთ, ევროპარლამენტს ვმართავთ და თუ მთელ მსოფლიოს ჩვენ ვმართავთ, გაიწიეთ რა და გვამართინეთ ქვეყანა და ნახავთ, როგორი ფასები და ეკონომიკური მდგომარეობა იქნება ქვეყანაში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics