|
2022-03-28 15:56:33, 695 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „თეთრ ფერმაში“ 1,9 მლნ. ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა
„საქართველოს ბანკი“ აგროსექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, სიღნაღის რაიონ სოფ. ქვემო ბოდბეში მდებარე „თეთრი ფერმა“ აქტიურად აგრძელებს წარმოების განვითარებას. პროექტის ჯამური ღირებულება 15 მლნ. ლარს უტოლდება. თანადაფინანსება ჰოლანდიიდან ხორციელდება. „თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ „თეთრი ფერმა“ თავიდან ბოლომდე ეყრდნობა ჰოლანდიურ გამოცდილებას. ჰოლანდიური კომპანიის ჩართულობით და მათ მიერ გაზიარებული პრაქტიკული რჩევების საფუძველზე, ჩვენ დავაგეგმარეთ პროექტი, რომელიც აერთიანებს უახლეს ტექნიკა-დანადგარებსა და მეთოდოლოგიას. ეს კი, რძის ნაწარმის უმაღლეს ხარისხზე აისახება. თავდაპირველად, საქმიანობა 200 ჰოლშტეინით დავიწყეთ. დროსთან ერთად, პარტნიორების მხარდაჭერით ეს რიცხვი გავაორმაგეთ და წარმოებაც გავზარდეთ. სამომავლოდ, დიდი სურვილი გვაქვს, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ბიზნესი“, - აცხადებს დიმიტრი ბანკანაშვილი, კომპანიის დირექტორი. „საქართველოს ბანკი აგრომიმართულებით არაერთ საინტერესო პროდუქტს ქმნის, რათა მომხმარებელს მის საჭიროებებზე მორგებული შესაძლებლობები შევთავაზოთ. მოხარული ვართ, რომ შეღავათიანი აგრო-კრედიტის ფარგლებში, მოგვეცა შესაძლებლობა, წვლილი შეგვეტანა კიდევ ერთი ადგილობრივი ფერმის განვითარებაში. „თეთრი ფერმა“ უკვე რამდენიმე წელია, წარმატებით ახორციელებს უმაღლესი ხარისხის რძის ნაწარმის წარმოებასა და რეალიზაციას. მიგვაჩნია, რომ „თეთრი ფერმა“ ერთ-ერთია იმ ინიციატივებიდან, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის მასშტაბით ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში და ამავდროულად, რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში“ - აცხადებს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი.
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე: აღნიშნულ საკითხს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
კახა კალაძე - დიფ სთეითი ცდილობს ბინძური ხერხებით დაამარცხოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიები
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: არსებობს შეთანხმება უკრაინა-აშშ-ევროპის ფორმატში ახალი შეხვედრის შესახებ
FT: ტრამპის წარმომადგენლებმა კიევში წინა საომარი მოლაპარაკების დოკუმენტების განახლებული ვერსიები ჩაიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)