|
2022-03-28 15:52:53, 569 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი - მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ საფინანსო სექტორი სრულად არის შესაბამისობაში იმ საერთაშორისო რეგულაციებთან, რომელიც დაწესებულია რუსეთთან მიმართებით
მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ საფინანსო სექტორი სრულად არის შესაბამისობაში იმ საერთაშორისო რეგულაციებთან, რომელიც დაწესებულია რუსეთთან მიმართებით და დღეს არსებულ ოპერაციებთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, აღნიშნული რეგულაციების აღსრულება მკაცრად კონტროლდება და ეროვნული ბანკი ამ კუთხით დაკვირვებით ახორციელებს თავის საქმიანობას. „რისკი იმისა, რომ ჩვენი საფინანსო სექტორის გამოყენებით ხდებოდეს რაიმე ტიპის გვერდის ავლა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. თქვენ იცით, რომ საქართველოში ორი ყველაზე დიდი ბანკი ფუნქციონირებს ლონდონის ბირჟაზე, რაც თავის შინაარსით ნიშნავს იმას, რომ ისინი იცავენ არამხოლოდ საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობას, არამედ ისინი ფუნქციონირებენ დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობის დაცვით. შესაბამისად, ყველა ის შეზღუდვა და სანქცია, რომელიც დაწესებულია დიდ ბრიტანეთში, ამ ბანკებისთვისაც სავალდებულოდაა შესასრულებელი. გამომდინარე აქედან, ცალსახად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საფინანსო სექტორი ფუნქციონირებს ყველა იმ საერთაშორისო რეგულაციის დადგენილებით, რომელიც მიღებულია, როგორც საქართველოში, ასევე ევროკავშირში, აშშ-ში და ბუნებრივია, დიდ ბრიტანეთში. ამ მიმართულებით ვერანაირი კითხვის ნიშნები ვერ იარსებებს. დღეს არსებულ ოპერაციებთან მიმართებით არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს და მომავალშიც ფუნქციონირებასთან დაკავშირებით ვერანაირი კითხვის ნიშნები ვერ იარსებებს. კიდევ ერთხელ, ძალიან მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს საფინანსო სექტორი სრულ შესაბამისობაშია, იმ საერთაშორისო რეგულაციებთან, რომელიც დღეს არსებობს და რომელიც ხვალ იქნება მოქმედი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე: აღნიშნულ საკითხს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
კახა კალაძე - დიფ სთეითი ცდილობს ბინძური ხერხებით დაამარცხოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიები
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: არსებობს შეთანხმება უკრაინა-აშშ-ევროპის ფორმატში ახალი შეხვედრის შესახებ
FT: ტრამპის წარმომადგენლებმა კიევში წინა საომარი მოლაპარაკების დოკუმენტების განახლებული ვერსიები ჩაიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)