|
2022-03-25 11:31:36, 1243 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ ახალი ყულაბა მობილბანკში
„საქართველოს ბანკი“ მობილბანკში მომხმარებლის საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული სიახლეების დანერგვას მუდმივ რეჟიმში განაგრძობს. მარტის თვეში ბანკმა მათ მორიგი სიახლე მოუმზადა - ამიერიდან, ახალი ელექტრონული ყულაბის გამოყენებით, თანხის დაგროვება კიდევ უფრო მარტივი ხდება. მომხმარებელი პროდუქტების ჩამონათვალში შეძლებს გაიაქტიუროს ყულაბა, რისთვისაც არც მინიმალური შენატანი და არც ანაბრის ქონაა საჭირო. გარდა ამისა, მას აქვს შესაძლებლობა, მისთვის სასურველი ანგარიში და თანხის ის ოდენობა მონიშნოს, რომელიც ბარათით ყოველი გადახდისას, არჩეულ ანგარიშზე მომენტალურად ჩაერიცხება. ასევე, მისთვის სასურველი დროით შეაჩეროს პროდუქტი და კვლავ გაიაქტიუროს სურვილის შემთხვევაში. „ახალი ელექტრონული ყულაბა ავტომატიზირებული პროცესებით კიდევ უფრო მარტივს და მოსახერხებელს ხდის თანხის დაგროვებას. ძველი ყულაბისგან განსხვავებით, ის არ საჭიროებს ანაბრის გახსნას. ყოველი გადახდისას, დანაზოგი მომხმარებლისგან შეუმჩნევლად გროვდება. მაქსიმალური კომფორტისთვის კი, დაგროვილი თანხის გამოყენება ან დაგროვების შეჩერება მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია. ეს იმას ნიშნავს, რომ აგროვებ ყოველთვის, როცა ხარჯავ და გაქვს დანაზოგი, რომელსაც თავისუფლად იყენებ. დარწმუნებული ვართ, მომხმარებლებისთვის ახალი ელექტრონული ყულაბა ფულის დაგროვების ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ გზად იქცევა. ჩვენი გუნდი აქტიურად აგრძელებს მომხმარებლის ინტერესების შესწავლას, იმისთვის, რომ მათივე საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები და სერვისები შევთავაზოთ. მობილბანკის მომხმარებლებს წინ კიდევ მეტი სიახლე ელოდება“, - აცხადებს საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მაია გორგილაძე. ყულაბის აქტივაციისთვის გაეცანით ვიდეოინსტრუქციას: https://www.facebook.com/119630781428450/posts/5067073876684091
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე: აღნიშნულ საკითხს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
კახა კალაძე - დიფ სთეითი ცდილობს ბინძური ხერხებით დაამარცხოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიები
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: არსებობს შეთანხმება უკრაინა-აშშ-ევროპის ფორმატში ახალი შეხვედრის შესახებ
FT: ტრამპის წარმომადგენლებმა კიევში წინა საომარი მოლაპარაკების დოკუმენტების განახლებული ვერსიები ჩაიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)