13:47 - 07 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-21 17:15:56, 1306 ნახვა

ეკონომიკა
მთავრობა ქვეყნის უზრუნველყოფის გაზრდისთვის ფერმერებს სესხებს დაუფინანსებს

„დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას, რათა გავზარდოთ თვითუზრუნველყოფა; აქედან გამომდინარე, დღეს ორი მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ იქნა გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მინისტრმა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ორი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას იწყებს; ეს არის შეღავათიან აგროკრედიტში ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ფერმერებს საშუალება, ექნებათ ერთწლოვანი კულტურების წარმოებისთვის აიღონ შეღავათიანი სესხი; მეორე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერაა. 

„ჩვენ, წლების განმავლობაში, ვახორციელებთ მთელ რიგ პროგრამებს, რომელიც მიმართულია კოოპერაციის ხელშეწყობისკენ - მეღვინეობის სექტორში, რძის წარმოების სექტორში, მეფუტკრეობის მიმართულებით და ა.შ. ახალი პროექტი ითვალისწინებს ბოსტნეული კულტურების შემნახველი მეურნეობების შექმნისთვის სახელმწიფოს თანადაფინანსებას ძალიან მაღალი, 80%-იანი თანადაფინანსებით. ფერმერები, რომლებიც ბოსტნეული კულტურების წარმოებას ახორციელებენ, შეუძლიათ გაერთიანდნენ, შექმნან კოოპერატივი და თუ ისინი დააკმაყოფილებენ იმ პირობებს, რომელიც მთავრობის კონკრეტული  დადგენილებით არის გაწერილი, ისინი ბოსტნეულის შემნახველი მეურნეობის მოწყობისთვის სახელმწიფოსგან მიიღებენ თანადაფინანსებას მთლიანი ღირებულების 80%-ის ოდენობით. ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ ფერმერებს შევუქმნათ შესაძლებლობა, რომ ყველა თანამედროვე სტანდარტის დაცვით შეინახონ პროდუქტი და მიაწოდონ ბაზარს იმ პირობებით, რომელიც მათთვის სარგებლის მომტანი იქნება, პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებით“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კახა კალაძე - დიფ სთეითი ცდილობს ბინძური ხერხებით დაამარცხოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიები
7 კილომეტრიანი ტრამვაის ხაზის მშენებლობის ხელშეკრულება დაიდო - პროექტი 287 654 321 ლარი დაჯდება
ტრამპმა თავისი მრავალმილიარდიანი შემოსავალი ქვეყნისთვის სასარგებლოდ ახსნა
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ლიდერი: ჩვენ უკრაინას არ მივატოვებთ, მაგრამ ჩვენი მხარდაჭერა გადახედვას საჭიროებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics