05:19 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-21 12:39:48, 751 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო ოპოზიციას - გვეყო პარლამენტარობის თამაში

თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას, ექს-პრეზიდენტმა საპარლამენტო ოპოზიციას მიმართა და მოუწოდა, ცივილიზებული სიტყვა-პასუხით დაუპირისპირდნენ მმართველ გუნდს. 

„მე მინდა საპარლამენტო ოპოზიციას. გვეყო პარლამენტარობის თამაში. მე არ მოგიწოდებთ გამოხვიდეთ პარლამენტიდან, არა, იყავით პარლამენტში, მაგრამ ცივილიზებული სიტყვა-პასუხი არის საჭირო, როდის წახვალთ მაგ პარლამენტიდან? როდის მოშორდებით ხელისუფლებას? სხვა კითხვა პასუხი დღეს დღეობით არ შეიძლება იყოს. საუბარია საქართველოს გადარჩენაზე“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics