13:06 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-20 12:47:41, 865 ნახვა

პოლიტიკა
ზელენსკი - ალყაში მოქცეული, წამებული მარიუპოლი ისტორიაში შევა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ღამის გამოსვლის კიდევ ერთი ნაწილი ფართოდ გავრცელდა უცხოურ მედიაში. მან მარიუპოლში სამხედრო მოქმედებებს ტერორი უწოდა, რომელიც ისტორიაში დარჩება.

"ალყაში მოქცეული, წამებული მარიუპოლი დარჩება ომის დანაშაულებებზე პასუხისმგებლობის ისტორიაში. ამის გაკეთება მშვიდობიან ქალაქში, რაც გააკეთეს ოკუპანტებმა, არის ტერორი, რომელიც გაახსენდება მთელს მსოფლიოს მომავალ საუკუნეებშიც. რაც უფრო მეტს უკრაინელები ეტყვიან მსოფლიოს, რაც უფრო მეტ მხარდაჭერას ვპოულობთ. რაც უფრო მეტად გამოიყენებს რუსეთი ტერორს უკრაინის წინააღმდეგ, მით უარესი შედეგები მოჰყვება რუსეთის ყოფას“, - განაცხადა მან.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მარიუპოლის სამხატვრო სკოლას, სადაც 400-მდე მოქალაქე იმალებოდა, ბომბები დაუშინეს. ამის შესახებ მარიუპოლის საკრებულო Telegram-ში იტყობინება.

მათი ცნობით, შენობას თავს ბავშვები, ქალები და ხანდაზმულები აფარებდნენ, რომლებიც ამ დრომდე ნანგრევებში რჩებიან. 

„რუსმა ოკუპანტებმა ბომბები ჩამოაგდეს მარიუპოლის მარცხენა სანაპიროს ოლქის G12 ხელოვნების სკოლასთან, სადაც 400-მდე მარიუპოლის მცხოვრები იმალებოდა - ქალები, ბავშვები და ხანდაზმულები. შენობა დანგრეულია. ხალხი ნანგრევების ქვეშ რჩება. მსხვერპლის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება", - ნათქვამია განცხადებაში.

ამ კვირაში ომის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო მარიუპოლში დრამატული თეატრის შენობის დაბომბვა და ფაქტობრივი განადგურება, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმალებოდა. უკრაინამ დაბომბვაში რუსეთი დაადანაშაულა.

მაშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო მონაწილეობა საჰაერო თავდასხმაში - მოსკოვი ამტკიცებს, რომ ეს იყო აზოვის ბატალიონის "პროვოკაცია", რომლის მებრძოლებმა, სავარაუდოდ, ააფეთქეს მათ მიერ დანაღმული შენობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics