13:06 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-17 15:22:35, 625 ნახვა

პოლიტიკა
კელი დეგნანი - არავინ სთხოვს საქართველოს მთავრობას, დააწესოს ორმხრივი სანქციები, თუ არ სურთ, ეს მათი გადასაწყვეტია

საქართველოს მთავრობას ორმხრივი სანქციების დაწესებას არავინ სთხოვს, მაგრამ ველით, რომ ყველა ქვეყანა, რომელიც ეწინააღმდეგება რუსულ აგრესიას, დაეთანხმება სანქციების რეჟიმს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩა, კელი დეგნანმა პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსგან გაჟღერდეს, რომ ეთანხმება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, რაც უკრაინისთვის ერთიანი და მნიშვნელოვანი გზავნილია.

„ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ ვაჩვენოთ ერთიანი პოზიცია რუსეთის აგრესიის მიმართ, რომელიც კლავს ათასობით უკრაინელ მშვიდობიან მოქალაქეს და ანადგურებს უკრაინულ ქალაქებს. სანქციები გამიზნულია რუსეთის სანქციებზე  გავლენის მოსახდენად. მინდა ცხადად ვთქვა, არავინ სთხოვს საქართველოს მთავრობას წარადგინოს ორმხრივი სანქციები, თუ არ უნდათ, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ველით, რომ ყველა ქვეყანა, რომელიც ეწინააღმდეგება რუსულ აგრესიას დაეთანხმება სანქციების საერთაშორისო რეჟიმს და საქართველო ყოველთვის იყო კარგი პარტნიორი საერთაშორისო სანქციების დათანხმებისას, ირანისა თუ სხვა ქვეყნების მიმართ, რომლებიც მოქმედებდნენ ისეთი ქვეყნების ინტერესების წინააღმდეგ, როგორიც საქართველოა, აშშ-ა. არ უნდა ავურიოთ საკითები ერთმანეთში - აქ ლაპარაკია საერთაშორისო სანქციების დათანხმებაზე, მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ საქართველო დაეთანხმება ამ სანქციებს. საკვანძო საკითხია, მხარდაჭერის ერთიანი გზავნილი გავუგზავნოთ უკრაინას და ამის ერთადერთი გზა არის დაეთანხმო სანქციების საერთაშორისო რეჟიმს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics